პრემიერი – რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა

ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები, წინა თვეში ეკონომიკური […]

კახა კალაძე – ყველა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია – ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს – მკვლევარი, ვითომ რაღაცებს იკვლევენ

„ფაშიზმი“ – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრ დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს. მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები პოლიტიკოსების მიმართ რადიკალური დაჯგუფების წევრების მხრიდან ხდება. „ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. გინახავთ თქვენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კავშირში არ არის ოპოზიციურ პარტიასთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არ არსებობს […]

კობახიძის თქმით, არასამთავრობიებისთვის სახელმწიფო გრანტს გამოყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა საუბრობდა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება… რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით […]

კიევმა საქართველოდან უკრაინის დროებითი რწმუნებული გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია. როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას იმით ხსნიან, რომ „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ შეიძლება ომის რეალობას იყვნენ მოწყვეტილნი“. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში მიხაილო ხარიშინი იყო: „მე ნათლად განვაცხადე თუ რას არის ელჩის ეფექტური მუშაობის კრიტერიუმი. ეს ნიშნავს კონკრეტულ შედეგებს, გამბედაობასა […]

საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის […]

“ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ” – პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

ერთა ლიგის A1 ჯგუფში პორტუგალიამ შინ შოტლანდია 2:1 დაამარცხა. 88-ე წუთზე პორტუგალიელთა რიგებიდან თავი კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა და 39 წლის ფეხბურთელმა კარიერაში 901-ე გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “კრიშტიანო შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა აუცილებელია, რომ ფეხბურთელები გადაღლისგან დავიცვათ. რონალდოს ზედიზედ ორ მატჩში 90 წუთით თამაში აღარ შეუძლია. ის მოედანზე […]

აფხაზეთში სრულ იზოლაციაში დარჩენის საფრთხეზე საუბრობენ

აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ასტამურ კაკალია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია “საერთო აფხაზურ” პოლიტიკაზე ფიქრი და ერთიანობა რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში. “სასწორზე სამშობლოს ბედია. დრო არ არის სიამაყისა და მოწინააღმდეგეების “დამარცხების” სურვილისთვისა და მტკიცებისთვის, რომ ისინი არიან დამნაშავეები და “ჩვენ მართლები ვართ”. საუბარი არ არის ყოველთვიურ 140 მილიონ დაკარგულ შემოსავალზე. ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება ნელ-ნელა ჩვენს მთავარ მოკავშირესთანაც […]

კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ NGO-ებს, რომლებიც უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა. „საზოგადოების წინაშე გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი […]

ირაკლი კობახიძე დავით კეზერაშვილზე – შემაშფოთებელია, რომ ეს კაცი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში – ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს

ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი] ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის, ბიზნესის ძარცვით და ახლა, უკვე ევროპაში შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის […]

პრემიერი – უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე

განსხვავებით ელჩის გაწვევისგან ეს არ არის პოლიტიკური აქტი, არამედ უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, არ უნდა შეეძინა ომის პირობებში – სარეცხის მანქანებზეა საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტისგან განსხვავებით, […]