ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“მომიტინგეებისთვის ჩამორთმეული ტელეფონები შსს-ს და პარლამენტის ტერიტორიაზე ჩაირთო” – არასამთავრობოები

მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა. ამის შესახებ ნათქვამია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, […]

“უზურპატორ ხელისუფლებას და ბობოლა მეღვინეებს არც გავყოფდი” – „მხოლოდ კარგი ღვინოები“ გამოწვევებზე

„მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი, ვასილ მანაგაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმის კურსი“ ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 70%-მდეა გაზრდილი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ექსპორტის ნახევარზე მეტი წილი კი 7-8 მსხვილ ღვინის კომპანიაზე მოდის, რომელიც ხელისუფლების ნაწილია და ძალადობრივ რუსულ რეჟიმს ასაზრდოებს. „რასაც ეს უზურპატორი, რუსული ხელისუფლება თავის მოსახლეობას […]

ცნობილი ტრევის შადრევანი რომში დასუფთავებისა და რესტავრაციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა

ცნობილი ტრევის შადრევანი რომში კვირას გაიხსნა ორთვიანი დასუფთავებისა და აღდგენის შემდეგ. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Reuters იტყობინება. სამუშაო, რომლისთვისაც ქალაქმა რომმა გამოყო 327,000 ევრო, მოიცავდა ჭუჭყის, რკინის ოქსიდისა და კირის მოცილებას მე-18 საუკუნის ძეგლიდან, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ატრაქციონიდან.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ბელარუსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ი იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ბელარუსში, ურჩევს სასწრაფოდ დატოვონ ეს ქვეყანა რადგან არსებობს მასობრივი არეულობებისა და უსაფუძვლო დაკავების რისკი. „ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულებისა და დაკავების რისკის გამო, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის […]

ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ ლაგოდეხში, მაგისტრალური სარწყავი არხის დაახლოებით 1,1 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, […]

გიორგი ვაშაძე – თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს – ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს,- ამის შესახებ “სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მძიმეა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს […]

ნიკა გვარამია 5000 ლარით დააჯარიმეს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის […]

მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო და ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. „ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან […]

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის “ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო – განუცხადეს TASS-ს ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროში. „დღეს, მოსკოვის დროით, 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“, – თქვა მოქმედმა ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ. როგორც ჩერნომორენერგოს პრესსამსახური იტყობინება, რუსეთიდან ნაკადის დაწყების შემდეგ, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, ოთხსაათიანი შეზღუდვით – […]