“კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია” – “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი “მერსისაიდელებს” აფრთხილებს

“ლივერპულის” ყოფილმა შემტევმა, ჯონ ოლდრიჯმა Sunday World-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილისა და კაომინ კელეჰერის შესახებ ისაუბრა. ოლდრიჯის თქმით, “მერსისაიდელები” შეცდომას უშვებენ, რადგან მისი აზრით, ირლანდიელი ქართველზე უკეთესი მეკარეა. “ცხადია, “ლივერპული” კელეჰერს იანვარში არ გაყიდის, რადგან ირლანდიელი “სქაუზერთათვის” ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, “ლივერპული” კელეჰერთან მიმართებაში შეცდომას უშვებს, რადგან კაომინი ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. რას ვიზამთ, ყველაფერი […]
აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის – რეგიონმა რუსეთს დახმარება სთხოვა

რუსეთის მიერ ჰუმანიტარული მიწოდების ფარგლებში გამოყოფილი ელექტროენერგიის მოცულობა აფხაზეთს ორი თვის განმავლობაში დააკმაყოფილებს. ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვის დროით დღეს, დილის 7:00 საათზე დაიწყო. მოცულობა 327 მილიონი კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც აფხაზეთის მოსახლეობას იანვარსა და თებერვალში ეყოფა. თუმცა ამისათვის არსებული გრაფიკი უნდა შენარჩუნდეს. გრაფიკის მიხედვით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში ოთხი საათით ითიშება. „ამჟამად არის გამორთვის გრაფიკი დღეში […]
3 კოალიცია: ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, არჩევნების თარიღი მალევე უნდა ჩაინიშნოს

3 ოპოზიციური კოალიციის – ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ სრულად იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, თუ როდის უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები – რა წესებით და პირობებში. “ჩვენ სალომე ზურაბიშვილის […]
NGO-ები: დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე […]
“სიმსივნე დამმართა ჩემი შვილის მიმართ თქვენმა ბულინგმა! დიახ, ნინი მონაწილეობს საახალწლო ღონისძიებებში, ხელები შორს, ჩემი შვილისგან!” – ხათუნა ჟორდანია

“სიმსივნე დამმართა ჩემი შვილის მიმართ თქვენმა ბულინგმა! დიახ, ნინი მონაწილეობს საახალწლო ღონისძიებებში, ხელები შორს, ჩემი შვილისგან!” – ხათუნა ჟორდანია ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მის ოჯახს და შვილს, ნინი ქარსელაძეს აბულინგებენ. მიზეზი კი ორია, ახლანდელი მთავრობის მხარდაჭერა და საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა. ხათუნა მკითხველს მიანიშნებს, რომ წლების წინ სიმსივნის დიაგნოზი მას შემდეგ […]
„ნაცებო, შმაცებო, მევახშეებო, 29 დეკემბერს, შემდეგ პარტიას, განდაგანას გაცეკვებთ“ – დიმიტრი სამხარაძე

„ნაცებო, შმაცებო, მევახშეებო, 29 დეკემბერს, შემდეგ პარტიას, განდაგანას გაცეკვებთ“ – დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს: „ნაცებო, შმაცებო, მევახშეებო, 29 დეკემბერს, შემდეგ პარტიას, განდაგანას გაცეკვებთ, ხოლო 20 იანვრის შემდეგ ლალოინის“ – წერს სამხარაძე. გუშინ, 21 დეკემბერს ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ საქართველოსა […]
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის “ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს. „დღეს, 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდება“, – განაცხადა ე.წ. ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა“ ჯანსუღ ნანბამ. „ჩერნომორენერგოს“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთიდან მიწოდების დაწყების შემდეგ ამოქმედდა ელექტროენერგიის […]
ველი ქართველი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად

VELI.store-ისთვის ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა შექმნის დღიდან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც თავის მხრივ, ქართველი მცირე მეწარმეებისთვის პროდუქციის რეალიზებისთვის გამარტივებული პლატფორმისა და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებას მოიაზრებს. ველის ციფრულ თაროებზე წლების განმავლობაში 150-მდე ქართული ბრენდი განთავსდა, რა რაოდენობაც “მხარდაჭერის ველი”-ს ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება. “ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ველიმ პლატფორმა სრულად ქართული მეწარმეების პოპულარიზაციას დაუთმო. ვებგვერდსა […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.