ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის […]
აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი – ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“. „მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. […]
ანა ნაცვლიშვილი – იმით, რომ სანქცირებული პირები კომპენსაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ, კობახიძემ დაადასტურა, რომ მოძალადე მთავრობის წევრებმა მიიღეს სერიოზული ფინანსური ზარალი – მათ მოპარული ქონება აქვთ გადამალული

კობახიძემ დაადასტურა და ღიად თქვა, რომ მისმა არალეგიტიმურმა, მოძალადე მთავრობის წევრებმა მიიღეს სერიოზული ფინანსური ზარალი, დაკისრებული სანქციების გამო. მათ ჰქონდათ მოპარული არაკანონიერი ქონება გადამალული, სწორედ იმ იურისდიქციებში, სადაც მათ ახლა სანქციები დაეკისრათ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გამოეხმაურა შეკითხვას სანქციების გამო ფინანსურად დაზარალებული მაღალჩინოსნებისთვის […]
ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუტინული ბრძოლა და წინააღმდეგობას გრძელდება. […]
ზურაბ ჯაფარიძე – ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა. მისი განმარტებით, ნებისმიერი გარე რეაქცია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა მიმდინარეობს. ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ორი თვე გავიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და „რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა არავინ აღიარებს არჩევნების […]
პირველივე დღეს დავიწყებთ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას – ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლის პირველივე დღიდან ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე განაცხადა. „ოვალურ კაბინეტში პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი მიგრანტებისთვის და შევაჩერო ჩვენს ქვეყანაში ეს შემოჭრა. ამავე დღეს ჩვენ დავიწყებთ, […]
მოსკოვმა სოხუმისთვის ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო

რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო”. ამის შესახებ რუსულ გამოცემა “TASS-ს” დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროდან განუცხადეს. “დღეს, მოსკოვის დროით 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება,” – თქვა პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ. “ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, […]
შეთანხმება შედგა – “ნაპოლი” “იუვენტუსიდან” მცველს იმატებს

“იუვენტუსის” განაპირა მცველი დანილო დიდი ალბათობით, კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Canale 21 ავრცელებს. წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის სასწრაფოდ დამატება, პირადად “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო. გამოცემის ინფორმაციით, დანილომ “ნაპოლიში” გადასვლაზე უკვე თანხმობა განაცხადა, მხარეები კი “იუვესთან” კონტრაქტის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბს უფასოდ შეუერთდება. […]
გიორგი ვაშაძე – ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი – საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით

ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით, – ამის შესახებ “სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ლეგიტიმური უწყებაა და მზად არიან პრეზიდენტთან ერთად არჩევნების დღესთან და […]
GCCA-ის მიერ ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს. „GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის […]