დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დილის საათებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, […]

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.

გერმანიამ სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი აამოქმედა შენგენის ზონის კიდევ 5 ქვეყანასთან

დღეიდან, 16 სექტემბრიდან გერმანიამ კონტროლი დააწესა სახმელეთო საზღვრებზე შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან. ექვსი თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციის სპეციალურ კონტროლქვეშ იქნება საზღვრები დანიასთან, ნიდერლანდთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და საფრანგეთთან. გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად მიიღო და სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიას ოფიციალურად აცნობა. გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი ერთი წლის წინ აამოქმედა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან სახმელეთო […]

მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდა. შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, გერმანიის საელჩოში გაიმართება. ის სხვა ევროპელ დიპლომატებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. როთი საქართველოს შემდეგ სომხეთში გაემგზავრება. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში მარტის აქციების დროსაც იმყოფებოდა.

ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო – გამოძიების ფედერალური ბიურო

ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ეს მკვლელობის მცდელობა იყო. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის სიახლოვეს სროლა მოხდა. როგორც ტრამპი აცხადებს, ის თავს კარგად გრძნობს. დაკავებულია ინციდენტთან კავშირში მყოფი ერთი პირი. […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალას მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, შოთა მესხიას, ლაღიძის, კვალის, კოსტავას, სატივეს, ჯუღელის და ლაპიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს […]

უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 სექტემბრის ღამეს კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსი ოკუპანტების მერვე საჰაერო შეტევა კიევზე და ეს მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში! წინა შეტევების მსგავსად, მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, Shahed-ები. მაგრამ ბოლო […]

მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის ავიადარტყმას

უკრაინელმა მაშველებმა ერთი ადამიანის გვამი იპოვეს ქალაქ ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომლის რამდენიმე სართული განადგურდა რუსეთის ავიადარტყმის შედეგად. რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი 15 სექტემბერს, დღისით დაბომბეს. ქალაქის ნემიშლიის რაიონში სამძებრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაღუპულია მოხუცი ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანებულია 7 […]

კამალა ჰარისი – ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას – მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე შესაძლო თავდასხმის მცდელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალადობას გმობს. „ძალიან შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობის გამო. ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ ინციდენტმა არ გამოიწვიოს მეტი ძალადობა“, – აღნიშნულია ჰარისის განცხადებაში, რომელსაც თეთრი […]

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაზე – ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შვება მოჰგვარა იმან, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შემდეგ უვნებელია. „ჩემმა გუნდმა მაცნობა, თუ რას იძიებენ ფედერალური სამართალდამცავები, ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. ეჭვმიტანილი პატიმრობაშია და მივესალმები საიდუმლო სამსახურისა და მისი სამართალდამცავი პარტნიორების მუშაობას მათი სიფხიზლისა და ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გარშემო […]