მინდა დღეს მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 ათასზე მეტ პირველკლასელს მივულოცო სწავლის დაწყება – გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. შესაბამისი განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თბილისის რეაბილიტირებულ 160-ე სკოლაში სტუმრობისას გააკეთა. „მინდა დღეს მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 ათასზე მეტ პირველკლასელს მივულოცო სწავლის დაწყება, მათ მშობლებს, მთლიანად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. დღეს იწყება ახალი სასწავლო წელი და გვაქვს უამრავი სიახლე. ახლა გავხსენით […]

დღეს თბილისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ცნობილია დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ვინაობა

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 58 წლის რაიან უესლი რუთია. 58 წლის რუთი, რომელიც ფლორიდაში დონალდ ტრამპზე სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დააკავეს, არის თვითდასაქმებული მშენებელი ჰავაიდან, რომელიც სოციალურ მედიაში პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, ზოგჯერ ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა. ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, რუთი უკრაინის მხარდამჭერია, მან გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ 2022 წელს სოციალურ ქსელში […]

უსაფრთხოდ და კარგად ვარ, არავინ დაშავებულა. მადლობა ღმერთს! – ტრამპი თავდასხმის შესახებ

ნუ გეშინიათ! უსაფრთხოდ და კარგად ვარ და არავინ დაშავებულა. მადლობა ღმერთს! – ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წერს. „არსებობენ ადამიანები ამ სამყაროში, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეგვიჩერონ. არ შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები“, – აცხადებს ტრამპი. ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის […]

მაღალფასიან საკურორტო მიმართულებებზე მოთხოვნა გაიზარდა – ნოვა ტური

ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებლის მამუკა ჯიქიას განცხადებით, მაღალფასიან საკურორტო მიმართულებებზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც ჯიქია “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ის მომხმარებელი, რომელიც დაბალფასიან ტურს ირჩევდა, ფაქტობრივად, გაქრა. მისივე ინფორმაციით, ქართველების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ამჟამად, თურქეთია. “საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული ზაფხულის სეზონი იყო. წლევანდელ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კუთხით, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლამ, ჩვენი […]

ბინა, რომელიც იყიდე მაგრამ არ გაქვს – რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებებს დეველოპერული კომპანია „აქსისი“

თბილისის ცენტრალურ უბანში, ჭავჭავაძის გამზირზე, დეველოპერული კომპანია „აქსისი“ მიერ აშენებული რამდენიმე ნაწილობრივ დასრულებული და რამდენიმე დაუსრულებელი შენობა დგას. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ბინა 8-10 წლის წინ გაიყიდა, მფლობელები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ საკუთარი უძრავი ქონებით. ასეთი კორპუსები „აქსისს“ კიდევ რამდენიმე აქვს, მათ შორის „აქსის პალასი 2“ და „აქსის პალასი საირმეზე“. ორივე მათგანში იპოვით ბინას, […]

CNN – დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა,- ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში, ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ. „თქვენ და ბაიდენმა უნდა მოინახულოთ საავადმყოფოში ის […]

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „სამწუხაროდ, 11 სექტემბერს ამერიკის ემიგრაციას კიდევ ერთი საუკეთესო ქართველი, ადამიანობის უბადლო მაგალითი, პატიოსნებითა და სიკეთით გამორჩეული, ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა. გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ნინო შანიძეს ძმის, ვასილი (ვასიკო) შანიძის, გარდაცვალების გამო. დამწუხრებულია და გლოვობს მისი მშობლიური ბათუმი, გლოვობს და ელოდება ჩაიკრას გულში მისი მონატრებული […]

დღეს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პროცესი ოფიციალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში დღეიდან იღებს სტარტს. სკოლის ზარი დღეს პირველად 50 000 მეტი პირველ კლასელისთვის დაირეკა. 2024-25 წლების სასწავლო პროცესს ქვეყანა არაერთი ახალი სკოლით ხვდება. მოსწავლეებს სწავლის დაწყებას თბილისის ერთ-ერთ საჯარო (160-ე) სკოლაში მიულოცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გიორგი ამილახვარს სასწავლო უკვე ელოდებიან.

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს, 16 სექტემბერს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობს 15:00 საათზე ამაღლების ეკლესიიდან გააცილებენ. (საბურთალოს პანთეონის შესასვლელი). ცნობისთვის, ზურაბ ბერიკაშვილი ავადმყოფობის შემდეგ 13 სექტემბერს გარდაიცვალა.