დონალდ ტრამპი – არასდროს შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები

ნუ გეშინიათ! უსაფრთხოდ და კარგად ვარ და არავინ დაშავებულა. მადლობა ღმერთს! – ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წერს. „არსებობენ ადამიანები ამ სამყაროში, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეგვიჩერონ. არ შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები“, – აცხადებს ტრამპი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის გამარჯვების გეგმა შეიცავს 4 ძირითად და ერთ დამატებით პუნქტს

უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გეგმავს, შეიცავს 4 ძირითად პუნქტს და კიდევ ერთს, რომლის შესრულებაც ომის შემდეგ იქნება აუცილებელი. „მე მოვამზადე რამდენიმე პუნქტი. ოთხი მათგანი ძირითადი პუნქტია. პლუს ერთი, რომელიც გვჭირდება ომის შემდეგ. ასე რომ, მე მას ბაიდენს გავუზიარებ. საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ […]
ქუთაისის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ქითაისის აეროპორტის წინ მდებარე ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სროლა ტრამპის გოლფის მოედანთან, ტრამპი უვნებელია, ეჭვმიტანილი – დაკავებული

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად უვნებელია. სროლა ფლორიდის შტატში, ვესტ პალმ ბიჩზე მდებარე მის გოლფის მოედანთან მოხდა. გამოძიების ფედერალური ბიურო – FBI – ამბობს, რომ საქმეს მისი მკვლელობის მცდელობის მიმართულებით იძიებს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც კონკრეტული თანამდებობის პირებისა და კანდიდატების უსაფრთხოებას იცავს, ტრამპის კერძო საკუთრების სიახლოვეს, […]
“ამასობაში პირველი ბოდიშიც გავიდა ოსი “დების და ძმების” მისამართით…” – თამარ ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: ამასობაში პირველი ბოდიშიც გავიდა ოსი “დების და ძმების” მისამართით… ჩემი კომენტარი წაშალა, მაგრამ არაუშავს, აქედან გაიგებს რამდენად არარაობაა… გამოჩნდა მონის მონა, ქართული ოცნების წევრი აჭარიდან – გიორგი მანველიძე, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩვენი მებრძოლების, გმირების გადათელვა და საქართველო 2 კაპიკად გაყიდა… Marika Tkhelidze საერთოდ არ გრცხვენია ამ […]
FBI იძიებს კვირას ტრამპზე თავდასხმის მცდელობას

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ იძიებს კვირას სროლის ინციდენტს გოლფის მოედანზე ფლორიდაში, პალმ-ბიჩში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ყოფილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. FBI-ის თანახმად, საქმე კვალიფიცირებულია როგორც პოლიტიკოსის მკვლელობის აღკვეთილი მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, […]
კვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო

სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კალიარისთან“ მოგებულ მატჩში (4:0) “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.8, flashscore 8.6, flashscore 8.6. „ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.
“ვალენსია” “ატლეტიკოსთან” დამარცხდა – მამარდაშვილს სამი გოლი გაუტანეს

ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“, რომლის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირტესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, პირისპირ გასულ სიორლოტს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, 39-ე წუთზე კი ქართველთან ერთი ერთზე უკვე გალაჰერი გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა იერიშები მეორე ტაიმში გააგრძელეს და გრიზმანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა „ღამურების“ […]
ჰარვარდში „შნობელის პრემიის“ გამარჯვებულები დაასახელეს

ჰარვარდის უნივერსიტეტში „შნობელის პრემიის“ (Ig Nobel Prize) 34-ე ცერემონია გაიმართა. ნობელის პრემიის დაჯილდოების ამ პაროდიულ ცერემონიაზე, „მეცნიერებს” პრიზს უცნაური მიღწევებისთვის გადასცემენ. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში დასახელდნენ: მშვიდობის პრემია მიენიჭა ამერიკელ ფსიქოლოგ ბერეს სკინერს, რომელსაც 1940-იან წლებში რაკეტების დამიზნებისთვის მტრედების გამოყენების იდეა გაუჩნდა. ბოტანიკის დარგში პრემია ამერიკელ ჯეიკობ უაითს და გერმანელ ფელიპე იამშიტეს გადაეცათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ […]
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” “ლანსთან” ქულები გაიყო

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლიონი“ გასვლაზე „ლანსს“ დაუზავდა – 0:0. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მომენტი არ ჰქონია. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.6, sofascore 6.5, whoscored 6.1. „ლიონი“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 სექტემბერს „მარსელს“ უმასპინძლებს. ლანსი – ლიონი 0:0