უნგრეთი დუნაიზე „ათწლეულის წყალდიდობისთვის“ ემზადება

უნგრეთში დუნაიზე დიდი წყალდიდობისთვის ემზადებიან, რომლის უნგრულ ნაწილს ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით წყალი უახლოვდება – ამის შესახებ 444.hu იუწყება – წერს „ევროპეისკაია პრავდა“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სპეციალური ვიდეომიმართვა გადაიღო, რომელშიც ამბობს, რომ რომ ადგილი, სადაც ის დგას, შესაძლოა, მეორე დღეს უკვე წყლის ქვეშ იყოს და წყლის დონემ მის სიმაღლეს გადააჭარბოს, შემდეგ კი […]
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 29.7%-ით შემცირდა, ყირგიზეთიდან 62.4%-ით გაიზარდა

2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის […]
ვახტანგ ძაბირაძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება საუკეთესო ვარიანტი იქნება – ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუკი გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდება, ის ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი გაერთიანება იქნება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, გახარია-ხაზარაძის გუნდების გაერთიანებას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. „თუ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, მიუხედავად მათ შორის […]
გია ხუხაშვილი – როგორ უნდა შემოწმდეს, მოიტანს თუ არა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება სინერგიას? ეს „თუ“ რას ნიშნავს? კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო აღარ არის, ახლა გადაწყვეტილების დროა და ასეთი გაერთიანება საქმეს წაადგებოდა

ასეთი გაერთიანება მხოლოდ წაადგებოდა საქმეს – სხვა საკითხია, რომ სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა, თუმცა, ახლაც შესაძლებელია – მათი გაერთიანება ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრებდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ხუხაშვილის განმარტებით, […]
პეტრე ცისკარიშვილი – „ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებას სამომავლო ხედვაც არ გააჩნია. „ქართული ოცნების“ მხრიდან დებატებისთვის თავის არიდებას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს არ იზიარებენ, ამომრჩეველს პატივს არ სცემენ. ყველა დემოკრატიულად მართვად […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ქობულეთში გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ხუცუბნის თემში თეთროსანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. „ინდივიდუალური შეხვედრებით პირადად ვეცნობი თითოეულ ამომრჩეველს და ვისმენ მათ საჭიროებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინება. მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისთვის“, […]
იგორ ნარმანია – წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება

წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა. იგორ ნარმანია პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ – მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ჩიტიძეების, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. „ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. […]
საქართველოში არ უშვებენ ბელარუს ჟურნალისტ ანდრეი მიალეშკას

საქართველოში არ უშვებენ ბელარუს ჟურნალისტ ანდრეი მიალეშკას, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბათუმში ცხოვრობს. მიალეშკა არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში ვარშავიდან ჩაფრინდა ორშაბათს ღამით. „ქალიშვილს ბეჭედი ჩაურტყეს და პასპორტი მისცეს, ჩემი წაიღეს, გადაფურცლეს. მოდის ქალი, იღებს პასპორტს და სადღაც მიაქვს. ვფიქრობ, „ასე ხდება, წაიღებს 20-30 წუთით და დააბრუნებს“. მეკითხება: „პოლონეთის ვიზა გაქვთ?” ვპასუხობ: „დიახ, მაქვს […]
“ახმატის” მეთაურის თქმით, მას არ სჭირდება უკრაინის ტყვეობაში მყოფი ჩეჩნები

ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“ მეთაურმა და რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა, თქვა, რომ ის არ აპირებს ტყვეობიდან ჩეჩნეთის იმ მკვიდრთა გამოხსნას, რომლებიც დანებდნენ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დროს. ალაუდინოვმა მათ მოუწოდა, „ყველაფერი გააკეთონ, რომ ისინი მოკლან“. განცხადებაში, რომელიც ალაუდინოვმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა, მან თქვა, რომ ის ეხმარება მხოლოდ […]