მიხაილ როთი – „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს

კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს. „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ […]
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. დღესვე გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
თემურ ჯანაშია – წალენჯიხა ევროპასთან ყველაზე ახლოსაა

ვისურვებდი, რომ ასეთივე განწყობით, შემართებით და ასეთივე სიახლის მოსურნე ხალხი დარჩენილიყოს მთელ საქართველოში. მათთან ერთად ჩვენ გამარჯვებას და კეთილდღეობის მოტანას შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ჯანაშია აღნიშნავს, წალენჯიხა ევროპასთან ყველაზე ახლოსაა. „წალენჯიხა არის საქართველოს მხარე, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არის ევროპასთან და არა […]
თელავში ახალაშენებული N2 და სოფელ ვარდისუბნის ბაგა-ბაღები გაიხსნა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 და ვარდისუბნის ახლად რეაბილტირებული ბაგა-ბაღები საზეიმოდ გაიხსნა და აღსაზრდელებმა თანამედროვე სტანდარტებისა და განახლებული ინფრასტრუქტურის მქონე გარემოში ახალი სასწავლო წელი დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი – 3 346 011 ლარი) რეაბილიტირდა, […]
ირაკლი ზარქუა – დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა

რეალობაა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული – დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა, – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუას […]
შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ზურა ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. კერძოდ, პაპუაშვილთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბაია კვიციანი. პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს. […]
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის – URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება

ეკომეგობრული და, ამავე დროს, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები ქართულ ბაზარზე უფრო მოთხოვნადი ხდება. ამასთან, მშენებლობაში მეტი ყურადღება ექცევა ხარისხიან აკუსტიკურ და თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებას. ლაბორატორიულად დატესტილი, ხარისხიანი სამშენებლო მასალები ზოგავს როგორც მშენებლობის ხარჯებს, ასევე კომუნალურ გადასახადებს. სწორად ასეთ აკუსტიკურ და თბოიზოლაციო მასალებს აწარმოებს ევროპული ბრენდი URSA, რომელსაც საქართველოში კომპანია IPS Trade წარმოადგენს. URSA ევროპაში საიზოლაციო მასალების […]
,, თუ საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის ბოდიშები უნდა ვიხადოთ ,მაშინ მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის” – სანდრო ბრეგაძე

,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: ,, ქართველ ერს საბოდიშო არაფერი გაუკეთებია – თუ საკუთარი მიწა-წყლის დაცვისთვის ბოდიშები უნდა ვიხადოთ ,მაშინ მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის – წესით და რიგით ბოდიში საქართველოს და ქართველებს უნდა მოგვიხადონ !!! — ჩვენ არც ოსისთვის და აფხაზისთვის პირველებს არაფერი დაგვიშავებია . ზედმეტი სიტყვა არ გვითქვამს მანამდე , სანამ რუსების დავალებით მათ ტყვია […]
გიორგი ამილახვარის განცხადებით, საჯარო სკოლებში კვების პროგრამის დაწყების ვადებისა და ფორმატის შესახებ, რამდენიმე კვირაში, საარჩევნო კამპანიის წარდგენისას გახდება ცნობილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში კვების პროგრამის დაწყების ვადებისა და ფორმატის შესახებ, რამდენიმე კვირაში, საარჩევნო კამპანიის წარდგენისას გახდება ცნობილი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირველ ეტაპზე, კვების პროგრამაში ის სკოლები ჩაერთვებიან, სადაც ინფრასტრუქტურა ამისთვის მომზადებულია. „თითოეული სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, სასკოლო „ბუფეტის“ […]
ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორჯომის N3 საჯარო სკოლისა და დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხარაზიშვილმა პირადად […]