ბესიკ ამირანაშვილი – მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვისას აღნიშნა, წელს სამცხე-ჯავახეთში 2045 პირველკლასელია. “რეგიონში წელს 2045 პირველკლასელი გვყავს. პატარებო, თქვენ, დღეს სიახლეებით, მრავალი აღმოჩენითა და თავგადასავლებით […]

„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას N20-ის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ასევე ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის შტაბის წევრ ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

“ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პარტიის ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუმარტა, აბაევი ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი. “დაკავებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი. მას არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. პოლიცია მას ელოდებოდა. მისივე განმარტებით, როდესაც მოდიოდა, […]

ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა – დაშავდა ორი ადამიანი

ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც “მთავარი არხი” იუწყება, მათ ადგილზე განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, წყლის ავზის გადმოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს

რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი Shahed-ის დრონი გამოიყენეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს. „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა უკრაინის საჰაერო ფარი უფრო ეფექტური […]

ნონა ქურდოვანიძე – მიხაილ როთის მთავარი გზავნილი იყო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებობა-არ არსებობაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი

რაც შეეხება მიხეილ როთის გზავნილებს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ეს კანონი შენარჩუნდა [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა- არ არსებობაზე, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე […]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გარეტ უორდმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა. „პარლამენტის თავმჯდომარემ და ბრიტანეთის ელჩმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე […]

ბსუ-ს ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი ეწვია. ინფორმაციას ბსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი პროექტები გააცნო. „შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიდერლანდების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დაიგეგმა ერთობლივი გაცვლითი პროგრამებისა […]

ენმ-ის ცნობით, მათი წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი ზურაბ აბაევი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მათი ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აბაევი ოფისიდან გამოდიოდა. “მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს-ს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი”, – აცხადებენ პარტიაში.

საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მელეშკო არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მელეშკო. ის ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულს ქუთაისის აეროპორტში ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ჩამოართვეს და გადაიყვანეს ოთახში, რომელიც მისივე თქმით, “საკანს ჰგავს”. ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლაზე უარს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ თავის დროზე ბელარუსიდან იმიტომ გააძევეს, რომ დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენდა. “ახლა ვიმყოფები ქუთაისის აეროპორტის საკანში, ეს საკანია, რადგან […]