ყირიმი უკრაინაა. წერტილი! – კიევში სავარაუდოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხეს

უკრაინამ კიდევ ერთხელ გამორიცხა თავისი ტერიტორიული მთლიანობის კომპრომისის საგნად გადაქცევა. 19 სექტემბერს, ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა კომენტარი „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის მომავალი სტატუსის თემაზე დაუშვებელი წინადადებების შესახებ“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ იქნება განხილვის, ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა. წერტილი“. საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

20 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო […]

სახ.დეპი: ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროინტეგრაციის გაცხადებულ სურვილს

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინდელ ბრიფინგზე პარლამენტის მიერ მიღებულ ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ “ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროინტეგრაციის გაცხადებულ სურვილს”. “მე ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ჰომოფობიური კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ამ კანონპროექტთან, მის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, […]

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ კუთვნილ 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვებს და სხვა “ტერორისტულ ობიექტებს”, მათ შორის იარაღის შესანახ ობიექტს, დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, გამშვებები მზად იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ გასროლის განსახორციელებლად. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მინიმუმ 52 დარტყმა განახორციელა და რომ ლიბანმა […]

აშშ-ში შერიფმა მოსამართლე მოკლა

ამერიკის კენტუკის შტატში მოსამართლე კევინ მალინსი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია შერიფი შონ სტაინსი. 54 წლის მალინსი ლეტჩერის ოლქის მოსამართლე იყო. 43 წლის სტაინსი ამავე ოლქის შერიფია. კენტუკის პოლიციის ინფორმაციით, მოსამართლე მალინსი ლეტჩერის ოლქის ქალაქ უაიტსბერგში, სასამართლოს შენობაში, თავის სამუშაო კაბინეტში მოკლეს 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში. წინასწარი გამოძიების თანახმად, შერიფმა სტაინსმა მოსამართლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კურსკის ოლქში 40 000 ჯარისკაცი გადაიყვანეს

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება და ფრონტის ხაზიდან კურსკის მიმართულებით, დაახლოებით, 40 000 რუსი სამხედრო გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ ის, რომ ამ მიმართულებით 40 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადაამისამართეს. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა საბრძოლო ბრიგადას, თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ყველა მეთაურს მათი სიმამაცისთვის“, – […]

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მოწყობილობების აფეთქებებით თავდასხმამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, პეიჯერებისა და რაციების გამოყენებით თავდასხმების განხორციელებით ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. “ჰეზბოლას” ლიდერის მტკიცებით, ისრაელის ეს ქმედება ომის გამოცხადება იყო. ჰასან ნასრალამ აღიარა, რომ „ჰეზბოლამ“ უპრეცედენტო დარტყმა განიცადა, მაგრამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დააკისრებს. ისრაელს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ის დგას აფეთქებების უკან, რომლის შედეგადაც, […]

უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი – ყირიმი უკრაინაა, წერტილი

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არც იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა, წერტილი, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით წინადადებებს. „უკრაინის მხარეს დგანან ჩვენი თავდაცვის ძალები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გაერო-ს წესდება და საერთაშორისო სამართალი. ყირიმი არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრული […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს, ირანსა და ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც ექვს ფიზიკურ და 40-ზე მეტ იურიდიულ პირს ირანიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან სანქციებს უწესებს. პრეზიდენტის განკარგულებით, ექვსი მოქალაქეს, ასევე რუსეთის ფედერაციის, ირანის და ჩინეთის 40 იურიდიულ პირს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდათ. პრეზიდენტის მეორე განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა ორ საწარმოს : რუსული […]

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “ბარსელონამ” ტურნირი წაგებით დაიწყო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა. ტურნირზე ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომლის „შტურმი“ საფრანგეთში „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში „ბრიუგესთან“ ჩაატარებს. „ბარსელონამ“, რომელიც მე-10 წუთზე ერიკ გარსიას გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე „მონაკოსთან“ 1:2 მარცხი განიცადა. „ატლეტიკომ“ სახლში ხიმენესის მიერ 90-ე […]