ფუტსალი | ლიეტუვა 1:1 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კედაინიაიში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მასპინძლები ალბერტ ვოსკუნოვიჩის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და 32-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა და ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, […]
“ვინც ეს გახარია–ხაზარაძის დრამა დაგვატეხა თავზე, მინიმუმ უტვინოა” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: მე ერთი ვიცი, რომ ვინც მოწმენდილ ცაზე ეს გახარია–ხაზარაძის დრამა დაგვატეხა თავზე, მინიმუმ უტვინოა. ეს პროცესი ყველას გვაზიანებს, ვისაც ქოცების გადაშენება გვინდა.
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის “შტურმი” დამარცხდა – “ბარსელონამ” ტურნირი წაგებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა. ტურნირზე ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომლის „შტურმი“ საფრანგეთში „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში „ბრიუგესთან“ ჩაატარებს. „ბარსელონამ“, რომელიც მე-10 წუთზე ერიკ გარსიას გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე „მონაკოსთან“ 1:2 მარცხი განიცადა. „ატლეტიკომ“ სახლში ხიმენესის მიერ 90-ე […]
„ღამის სერენადებმა“ ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა. პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც. ნინო უშიკიშვილი – პიანისტი , ტომას ტულაჩეკი – ვიოლინო, სარა და ემა ნესლიდალოვა „ძალზედ ატმოსფერული […]
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში ენმ-სა და „ოცნების“ აქტივისტებს შორის

ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, სადაც პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აქტივისტებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მისი თქმით, დაპირისპირებისას მას ხელი დაარტყა მმართველი გუნდის მხარდამჭერმა და „სუსის აგენტმა“ თეონა ქარდავამ. სხეულზე დაზიანებები მიიღო ენმ-ის ერთ-ერთმა მხარდამჭერმაც. როგორც ანა წითლიძე ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. „მას აქვს სხეულზე […]
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას – ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა აკეთებს განცხადებას. ენმ-ის წევრებმა დღეს, ბარამიას დასახლებაში დევნილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ეხმაურება. დავით კოდუა ყველა სადამკვირვებლო მისიას მოუწოდებს შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის […]
„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრი ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან […]
„ღამის სერენადებმა“ ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ 17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა. ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და ახალგაზრდა წარმატებულმა ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა, მარიამ როინიშვილმა და გიორგი ოიკაშვილმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებები შეასრულეს. სპეციალურად ამ საღამოსთვის ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო […]
Ska Juice Bar პრაღაში გაიხსნა – რა გეგმები აქვს კომპანიას?

ჯანსაღი კვებისა და წვენების ქართული ბარი SKA ქვეყნის საზღვრებს გასცდა. კომპანიამ ევროპაში პირველი ფილიალი ჩეხეთში გახსნა – ამის შესახებ BM.GE-სთან “სკას” დამფუძნებელმა, გიორგი ტალახაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პრაღის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება კომპანიამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო. “ჩვენი სამიზნე ბაზარია CEE (ცენტრალური & აღმოსავლეთ EU). უფრო კონკრეტულად ის ბაზრები, სადაც ნაკლებად არის “სკას” მსგავსი healthy food […]
არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობონ ეპიდაფეთქებები – ივანე ჩხაიძე

არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობონ ეპიდაფეთქებები, სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასიური არწასვლა, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მოცირკულირე ვირუსები ძირითადად მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლის მართვაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა მოხდეს. კერძოდ, როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება […]