სანქცირებული პირის ლარის ანგარიშის ქონა არ გამოიწვევს საერთაშორისო სანქციების დარღვევას – გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ქართული ბანკების მიერ სანქცირებული პირების ლარის ანგარიშების ან ტრანზაქციების მომსახურება სანქციების დარღვევად არ ჩაითვლება. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებზე საუბრისას აღნიშნა, სანქციების დარღვევას დოლართან დაკავშირებული ანგარიშები გამოიწვევს. მისი განმარტებით, ბანკებს სრული უფლება აქვთ ნებისმიერ პირს დაუხურონ ანგარიში და მათი […]
„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები განახლდა, 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყო და 4 […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელბში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, მუხრანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს […]
ფუტსალი | ლიეტუვა 1:1 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კედაინიაიში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მასპინძლები ალბერტ ვოსკუნოვიჩის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და 32-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა და ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, […]
პორტუგალიის პოლიციამ ტყის ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავა

პორტუგალიის პოლიციამ ამ კვირაში 14 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებმაც შესაძლოა გააჩინეს რამდენიმე ათეული მომაკვდინებელი ტყის ხანძარი, რომელიც მძვინვარებს მთელ ქვეყანაში, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის რისკებს, რომლებიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებისა და სოფლების დეპოპულაციის შედეგად. ვრცლად reuters – ზე
ევროკავშირი – გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე

2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს, – ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში […]
ზელენსკი ბაიდენს და ჰარისს შეხვდება, შორი რადიუსის იერიშებზე დისკუსია გრძელდება

26 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებენ. უკრაინის მთავრობა შორი რადიუსის იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე დასავლური იარაღით დარტყმის უფლებას ითხოვს. ამერიკა და ევროპელი პარტნიორები საკითხზე მსჯელობენ, თუმცა პენტაგონს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
დენიელ ფრიდი სანქციებზე: აშშ ცდილობს გააფრთხილოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების წინასაარჩევნოდ დაწესება გაფრთხილებაა მთავრობისადმი, რომ “ამ გზაზე არ იარონ”. “ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო […]
უილიამ კორტნი: სანქციები გაფრთხილებაა – თუ არჩევნები გაყალბდება, მეტი საპასუხო ზომა იქნება

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ სანქციები გარკვეულწილად გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მეტი საპასუხო ქმედება იქნება. ის საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსს ადარებს და შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. “ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ […]
დევიდ კრამერი სანქციებზე: პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე ოცნებას, ივანიშვილს ეკისრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის შეფასებით, სანქციების დაწესება ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა. ეს განცხადება მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ამჟამინდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნებას, მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. “ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ […]