IRI-ის პრეზიდენტი – ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია

ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი სოციალურ ქსელში წერს. ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „სამწუხარო თავს“ უწოდებს. „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების თვალში სარწმუნო არ ყოფილა და ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში სამწუხარო თავს აღნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის […]
ნიკა გვარამია – რთული და კომპლექსური საკითხია და სწრაფად გადასაწყვეტი: როგორ ინიშნება ახალი არჩევნები? – გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს

არ მგონია, რომ დოკუმენტის ფორმალიზაცია იგეგმებოდეს, უბრალოდ, შინაარსები იქნება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას, რომ მზადდება დოკუმენტი, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი. როგორც ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა იქნას მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებები და არ უნდა იყოს […]
Boeing-მა სიეტლში თვითმფრინავების წარმოება ხანგრძლივი გაფიცვების შემდეგ განაახლა

Boeing-მა სიეტლში თვითმფრინავების წარმოება ხანგრძლივი გაფიცვების შემდეგ განაახლა ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა განაცხადა, რომ მან განაახლა თვითმფრინავების წარმოება წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ქარხნებში მას შემდეგ, რაც ისინი მუშების ხანგრძლივი გაფიცვის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო. გასულ კვირას პოპულარული 737 MAX მოდელის წარმოების განახლების შემდეგ, Boeing ასევე გადადის უფრო დიდი 767 და 777 თვითმფრინავების წარმოებაზე, თქვა […]
საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა, მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არაა გაუქმებული – რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, „დედლაინებში“ ჩავჯდებით – დავითაშვილი

საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა, მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არაა გაუქმებული – რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, „დედლაინებში“ ჩავჯდებით – დავითაშვილი მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებმა შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე იმოქმედა – რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვფიქრობ, დედლაინებში ჩავჯდებით , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი […]
,, 30 წელია ქართულ ბიზნესს ფეხებზე ჰკიდია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობა” – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: ,,ყველაზე მეტად იცით რაა კატასტროფა?.. 30 წელია ქართულ ბიზნესს ფეხებზე ჰკიდია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობა. დღევანდელი ეს ქოცობიზნესის შეხვედრაც ნათელი მაგალითი გახლდათ. არა და ყველაზე მეტად ბიზნესი უნდა იყოს ამ ყველაფრით დაინტერესებული, არა და ყველაზე მეტად მათ ჭირდებათ მიუკერძოვებელი სასამართლო“
„მხარს ვუჭერ ზურაბიშვილის შეთავაზებას დიალოგზე“ — ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური ძალების შორის დიალოგს. „ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ შეთავაზებას პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარები მიუღებელია“, — წერს იგი. პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე […]
„სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საკმაო ხანია, შემოღებული უნდა იყოს“ — პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კმიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე საკმაო ხანია, სანქციები უნდა დაეწესებინა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. „ფართო, მნიშვნელოვანი სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი კორუმპირებული მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საკმაო ხანია, შემოღებული უნდა იყოს. ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ უმალ უნდა იმოქმედოს და პასუხი აგებინოს ამ აქტორებს, ვინც დევნის ქართველ ხალხს […]
ნიკა გვარამია – რთული და კომპლექსური საკითხია და სწრაფად გადასაწყვეტი: როგორ ინიშნება ახალი არჩევნები? – გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს

არ მგონია, რომ დოკუმენტის ფორმალიზაცია იგეგმებოდეს, უბრალოდ, შინაარსები იქნება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას, რომ მზადდება დოკუმენტი, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი. როგორც ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა იქნას მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებები და არ უნდა იყოს […]
ედგარს რინკევიჩსი – პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ – პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია

პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა. პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იქნას. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. აქციაზე შეკრებილები ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” რუსული პარტიაა. “არ დარჩა საზოგადოების არცერთი რგოლი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ აპროტესტებდეს. საზოგადოება აზრზე მოვიდა, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს. საქართველოს ხელისუფლება ძალიან ცუდი გზისკენ რუსეთისკენ მიდის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა […]