დიმიტრი ცქიტიშვილი – თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია

თუ 29 დეკემბრამდე “ქართული ოცნება” ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მედიასთან განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციური გაერთიანებების დღევანდელი შეხვედრა სწორედ ახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა. „თუ 29-მდე არ დაინიშნა შეხვედრა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში კრიზისს და, […]

,, მოიმარჯვა ტელეფონი და გვიღებდა სანამ ვსაუბრობდით. როცა მოვრჩით, ისიც ადგა და წავიდა” – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს, სანამ ბავშვებს ველოდებოდი სკოლაში, ღია კაფეში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და ვსაუბრობდით რა თქმა უნდა ბოლოდროინდელ მოვლენებზე. სრულიად უტიფრად მეორე მაგიდაზე ჩვენსკენ ზურგით დასკუპდა ტიპი, ახლოს მოაჩოჩა სკამი, მოიმარჯვა ტელეფონი და გვიღებდა სანამ ვსაუბრობდით. როცა მოვრჩით, ისიც ადგა და წავიდა. ასეთი რამ პირველად არ ხდება ამ ბოლო პერიოდში. […]

,,ფიქრობენ, თუ მთავარი პოლიციელი ვერ დაიცვა იმ ჯოჯოხეთურ სიაში მოხვედრისგან, ჩვენ როგორ დაგვიცავსო“ – ზურა ბატიაშვილი ბიზნესმენებზე

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი: ,,შეხვედრიდან გამოსული ზოგიერთი “ბიზნესმენის” ხმაში აშკარად შინაგანი შფოთი იგრძნობოდა. ძველებულად ომახიანად ვეღარ გვმოძღვრავდნენ. ახლა მათი მთავარი საფიქრალი საკუთარი თავი და ბიზნესებია. ხმამაღლა ამას არ იტყვიან, მაგრამ ისე კი ფიქრობენ, რომ თუ მთავარი პოლიციელი ვერ დაიცვა იმ ჯოჯოხეთურ სიაში მოხვედრისგან, ჩვენ როგორ დაგვიცავსო (არადა იქ მოხვედრის შემთხვევაში ყველაფერი თავზე დაემხობათ, რასაც წლებია აშენებდნენ)?! […]

Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა

იტალიური მედია ნეაპოლელთა ახალ კერპად გამოცხადებულ დავიდ ნერესზე წერს, რომ ახლა ძნელია მასზე უარის თქმა და ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება. Corriere dello Sport-მა დღეს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის სასტარტოში დაბრუნება რთული იქნება. გამოცემა წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელის, ანტონიო კონტესთვის მატეო პოლიტანო შეუცვლელია, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცოსთან ერთად ეფექტურად მოქმედებს და კვარაცხელიას ნერესთან […]

სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, კრიზისი აღარ ითმენს

ბიძინა ივანიშვილი მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმიტომ, რომ კრიზისი აღარ ითმენს – შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშივლმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ბიძინა ივანიშვილი მიიღოს ორბელიანების სასახლეში. პრეზიდენტმა ისაუბრა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის ვარიაციებზე: „დარჩა მხოლოდ […]

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 26 დღეა რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ. მათი მოთხოვნაა, აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ტომპსონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 26 წლის ლუიჯი მანჯიონე ნიუ-იორკის შტატის სასამართლო დარბაზში წარსდგა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მანჯიონე პროკურატურის მიერ წარდგენილ 11-ვე ბრალდებას უარყოფს, მათ შორის მკვლელობას, როგორც ტერორისტულ აქტს. […]

გურამ მაჭარაშვილი: ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ შეეხო ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დადებულ დასკვნას. მისი თქმით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, იყო ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან გაგრძელდება თანამშრომლობა. „ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან იქნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რომელიც მალევე დასრულდებოდა და ასეც მოხდა. ვნახეთ, […]

ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ, მაგრამ 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და ვთქვა, აბა რა. მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, დავიცავთ პრეზიდენტსო, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი ძალიან ნათელია. მისივე […]

სოზარ სუბარი დონალდ ტრამპზე: deep state-ის ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის გეგმებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აშშ-ში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროსაც ებრძოდა, თუმცა მან ეს ბრძოლა წააგო. სოზარ სუბარის თქმით, ამ გამარჯვებით ტრამპი და მისი გუნდი განსაკუთრებით მიუდგნენ deep state-ის საკითხს და ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა. […]