კახა კალაძე – მიმდინარე წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობმა 1 253 046 კვ.მ შეადგინა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 95.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 1 253 046 კვ.მ-ს შეადგენს. „2024 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 1 […]

მესამე ქვეითი ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. „პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო […]

კახა კალაძე – არის შენიშვნები როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი მისია მზადაა ითანამშრომლოს არჩეულ ხელისუფლებასთან

რა საკვირველია, არის შენიშვნები მათი მხრიდან როგორც „ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც […]

კახა კალაძე – ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადასცენ

ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადასცენ – მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, ეს ვერ და არ მოხდება – საქართველოს ინტერესები არ დაითმობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი […]

თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე საწარმოში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ბალიქესირის პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად საწარმოს ნაწილი ჩამოინგრა.

კახა კალაძე – აბულინგებენ ყველას – მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, ბებია-ბაბუებს – სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია – სიძულვილით არავის გაუმარჯვია

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფვიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა, სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის […]

საია-მ 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა

საქართველოს იურისტთა ასოციაციამ, საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც საია-ში გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის დირექტორმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, დოკუმეტში ყურადღება ნაკლებად ლეტალური იარაღის წესების დარღვევით გამოყენების, მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებზეა გამახვილებული. მისი თქმით, დოკუმენტი […]

პოლიციამ ხალხისთვის შსს-ს სახელით თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთში მოსამართლის განჩინებით ოთხი ადამიანი დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყების სახელით მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ქრთამს იღებდნენ. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში მათ დაუკრეს ათეულობით ადამიანს და დაარწმუნეს, რომ მათი ოჯახის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდნენ და „პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა“. „მოქალაქეებისგან […]

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ქალაქის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც ცნობილია, სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. გავრცელებული ინფრომაციით, პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებიან ძლიერი საქართველოს, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული […]

„ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით“ – კახა კალაძე

„მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად, ქვეყნის განვითარების კუთხით“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას. „რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მხოლოდ ამ შედეგებზე, გაკეთებულ პროექტებზე, განხორციელებულ მაგარ საქმეებზე გველაპარაკა, თუმცა გვერდს ვერ […]