კახა კალაძე – მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად – ასევე, შევისყიდეთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიც

მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის […]

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი აფეთქების შედეგად ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი Ursa Major-ი ჩაიძირა. ინფორმაციას რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი ავრცელებს. „ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში რუსული მშრალი ტვირთის გადამზიდავი Ursa Major-ი სამანქანო განყოფილებაში აფეთქების შედეგად ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. ყველანი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ორი უგზო-უკვლოდ […]

შსს: დაკავებულია 4 პირი – ხალხს არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გამო ავარია მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა- მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა, ხოლო თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, […]

თბილისის მერია 2025 წლისთვის Facebook-სა და Instagram-ზე 70 000 ლარის რეკლამას ყიდულობს

თბილისის მერია და მუნიციპალური სამსახურები Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის შესყიდვას გეგმავენ, რაც 2025 წელს მათი პოსტების დასარეკლამებად იქნება საჭირო. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ რეკლამაში 70 000 ლარი დაიხარჯება. “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“-ს (ს/ნ 405255165) მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა […]

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის, მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე, მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია UDMR-ი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ანგელ ტილვარი გააგრძელებს, ხოლო ქვეყნის […]

ფულის გამოძალვის ახალი სქემით თაღლითებმა მილიონამდე ლარი მიითვისეს

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია თაღლითურ სქემაზე, რომლის შესახებაც ნეტგაზეთი მიმდინარე წლის აგვისტოში წერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს. თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს […]

GCCA-ის გადაწყვეტილებით GLOVO-ს ქართულ ენაზე მომსახურების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი, უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკითხი ეხება საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურებას. „კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა „გლოვოს“ აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის […]

პროკურატურა – დაკავებულ 4 პირს, რომლებიც მოქალაქეებთან რეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა და თანხას სძალავდნენ, ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს. „თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და […]

კახა კალაძე – აბულინგებენ ყველას – მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, ბებია-ბაბუებს – სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია – სიძულვილით არავის გაუმარჯვია

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფვიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა, სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის […]

დედაქალაქის მერია – თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტიდან, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი, 535 მილიონს. „2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, […]