„ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით“ – კახა კალაძე

„მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად, ქვეყნის განვითარების კუთხით“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას. „რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მხოლოდ ამ შედეგებზე, გაკეთებულ პროექტებზე, განხორციელებულ მაგარ საქმეებზე გველაპარაკა, თუმცა გვერდს ვერ […]

GLOVO-ს ქართულ ენაზე მომსახურების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი – უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა. საკითხი ეხება – საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურებას. კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა გლოვოს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი […]

კონკურენციის სააგენტომ GLOVO-ს ქართულ ენაზე მომსახურების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ GLOVO-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი – უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურების წესის დარღვევას. “სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა გლოვოს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე […]

“რატომ არ უნდა ვიმღეროთ? მოკვდა ვინმე? ნუ იმღერებს ნინო ქათამაძე, იმხელას ღრიალებდა, ეგ არცაა სიმღერა… თუ რუსთაველზე ხორუმის ცეკვა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სიმღერა?” – ეკა კვალიაშვილი

“რატომ არ უნდა ვიმღეროთ? მოკვდა ვინმე? ნუ იმღერებს ნინო ქათამაძე, იმხელას ღრიალებდა, ეგ არცაა სიმღერა… თუ რუსთაველზე ხორუმის ცეკვა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სიმღერა?” – ეკა კვალიაშვილი “კონ­ცერ­ტი ჩემი საქ­მეა, მე თუ კონ­ცერ­ტზე არ გა­მო­ვე­დი, არ ვიმ­ღე­რე, მე უკაც­რა­ვად და ვინ მარ­ჩენს ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. რომ ყვი­რი­ან არ გა­მოხ­ვი­დე­თო, რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­დე კონ­ცერ­ტზე?!” – ამ­ბობს […]

მამუკა კორძაია რეიტინგის პირველი ნომერია

ჭიდაობის ფედერაციის წევრ სახეობაში, ქვიშის ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავემ წელს მსოფლიო ჭიდაობის 5 სერიიდან 4-ში იასპარეზა, სამჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ვერცხლს დასჯერდა, ჯამური ქულებით კი დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს და ჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ახლა კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

ხსენება ყოველთა წმიდათა – საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს. „რაჟამს […]

ტრანსფერი რეალურია – “ნაპოლი” მაგუაიერის დამატებას ცდილობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა, კარიერა “ნაპოლიში” გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გარდაუვალია, რომ 31 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს “წითელ ეშმაკებს” დატოვებს, ანტონიო კონტეს კი ინგლისელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს. გამოცდილ მოთამაშეს “მანკუნიანელებთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ […]

წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 95.4 მილიონი ლარი დაიხარჯა – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 95.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 1 253 046 კვ.მ-ს შეადგენს. „2024 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 1 […]

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის, მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე, მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია UDMR-ი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ანგელ ტილვარი გააგრძელებს, ხოლო ქვეყნის […]

Human Rights Watch – საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელია და საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს

პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. „პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებში“, – […]