ჩინეთის ეტაპით დასრულდა გრან-პრის სერიის ეტაპების ტურნირები ფიგურულ ციგურაობაში

ჩინეთის ეტაპით დასრულდა გრან-პრის სერიის ეტაპების ტურნირები ფიგურულ ციგურაობაში. ბოლო ეტაპზე მონაწილე ჩვენი ნაკრების მოციგურავეებმა იასპარეზეს მამაკაცების, ქალებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში. ნიკა ეგაძემ ტურნირი 247.54 ქულით მე-4 ადგილით დაასრულა, ანასტასია გუბანოვა და დევის-სმოლკინის წყვილმა კი მე-8 ადგილი დაიკავეს. გრან-პრის ეტაპების საერთო რეიტინგული შედეგების მიხედვით კი ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა […]

კეინმა ბუნდესლიგაში ჰოლანის რეკორდი გააუმჯობესა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგი” ჰარი კეინის ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ ინგლისელს 43 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 50 გოლი მოუგროვდა, რაც Opta-ს ინფორმაციით, გათამაშების ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი ამჟამად “სიტის” ფორვარდ ერლინგ ჰოლანს ეკუთვნოდა, რომელმაც “დორტმუნდის” მაისურით 50 ბურთი 50 შეხვედრაში შეაგდო.

“ეს დღე დიდი ხანი გამახსენდება” – მედისონმა “სიტის” დუბლი თავის დაბადების დღეზე შეუსრულა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “ტოტენჰემმა” გასვლაზე “სიტი” 4:0 გაანადგურა, ლონდელთა მხრიდან კი დუბლი ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეიმს მედისონმა შეასრულა, რომელიც ამ დღეს 28 წლის გახდა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს დაბადების დღე კიდევ დიდხანს ემახსოვრება. “ეს არის ისეთი დაბადების დღე, რომელსაც კიდევ დიდხანს დავიმახსოვრებ! ჩემპიონების წინააღმდეგ გასვლაზე ასეთი თამაში და თანაც გამარჯვება, წარმოუდგენელია! ეს უნდა დააფასო, […]

უკრაინის არმიამ კურსკის რეგიონში დაპყრობილი მიწის 40%-მდე დაკარგა – “როიტერსი”

რუსეთის სამხედრო ძალის კონტრშეტევების შედეგად, უკრაინამ დაკარგა კურსკის რეგიონის იმ ტერიტორიების 40%-ზე მეტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს 6 აგვისტოს სამხედრო ოპერაციის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” უკრაინის შეიარაღებული ძალების ანონიმი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. “მაქსიმუმ, ჩვენ ვაკონტროლებდით დაახლოებით 1,376 კვადრატულ კილომეტრს, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უფრო პატარა გახდა. მტერი აძლიერებს კონტრშეტევებს. […]

თბილისში ქალთა მარში იმართება

თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშირისო დღე ტრადიციული მარშით აღინიშნება. მარშის მონაწილე ქალები დღის სამ საათზე შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე და აპირებენ მსვლელობას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმართულებით სოლოლაკის ქედზე. მსვლელობის დაწყებამდე ქალები სიტყვით გამოდიან. ქართველი ქალები წელს ემიგრაციაზე აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან თვლიან, რომ “გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი […]

25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, 25 ნოემბერს, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]

სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და შეკრებების მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განმარტავს. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, […]

არსებული ინფორმაციით, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ნინო დოლიძე – ქალები აპროტესტებენ იმას, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი – ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს,- ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ქალების მარშზე“ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ. „შემოვუერთდი ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ხმა ისმოდეს იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ჯგუფი არიან სწორედ ქალები. მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, […]

პარლამენტმა 25 ნოემბერის სხდომაზე მედიის დასწრება შეზღუდა – შენობაში მხოლოდ ტელევიზიები იქნებიან

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც სავარაუდოდ მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები დაესწრებიან, შეიზღუდა მედიის მუშაობა. პარლამენტის გადაწყვეტილებით 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია – თითოეულ მაუწყებელს უფლება აქვს ადგილზე ჰყავდეს არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფისა. ონლაინ მედია და პრესა ამ სხდომას საერთოდ ვერ დასწრებიან – გადაწყვეტილებას პარლამენტი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის. ეს არ არის […]