რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მაგრამ ამავე დროს, ბიულეტენებზე 14 სახელია, რადგან ეროვნულ-ლიბერალური პარტიის კანდიდატმა, ლუდოვიკ ორბანმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში თქვა. შესაბამისად მისი სახელი ბიულეტენებიდან არ ამოიღეს. წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების მიხედვით, კანდიდატთა შორის ყველაზე პოპულარულია რუმინეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) ხელმძღვანელი მარსელ ჩიოლაკუ. მისი ყველაზე […]
გაზრდილია ქართველი პენსიონერების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ – Travel To Georgia

Travel To Georgia-ს დირექტორი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან გამყვანი ტურიზმის კუთხით არსებულ ტენდენციებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ქართველი მოგზაურები, ყოველთვიური დანაზოგის საშუალებით აქტიურად მოგზაურობენ.
ენერგოპრობლემები სვანეთში – უკონტროლო მაინინგის შედეგი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სვანეთში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. საუბარია კრიპტოვალუტის მაინინგზე, რის გამოც რეგიონში ელექტროენერგიის არანორმალური მოხმარებაა. წინა კვირაში ამის გამო მესტიაში დენის მიწოდება შეწყდა, გუშინ კი მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მფგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა გამრიცხველიანება და გადასახადის დაწესებაა. ციფრული ვალუტის აპარატების გამო, მესტიაში პრობლემა ყოველწლიურად მზარდია და სიტუაცია უკვე ჩიხშია შესული. გუშინ მოსახლეობამ […]
საია: სასამართლო აჭიანურებს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლო აჭიანურებს აპრილი-მაისის მოვლენებისას, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის საქმეების განხილვას. საუბარია საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის, გიორგი ოკმელაშვილის, დავით კოლდარისა და გიორგი კუჭუაშვილის, ასევე ფრიდონ ბუბუტეიშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად პატიმრობის არაერთხელ გადასინჯვისა, სასამართლომ მათ მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი […]
მამუკა ხაზარაძე – საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პარლამენტს – ვიმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, გავაცანით კონკრეტული გეგმა

საქართველოს პარლამენტთან არსებული სტუდენტური პარლამენტის წევრები დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და სიმონ ჯანაშიას შეხვდნენ და ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეა განიხილეს, რაც ქვეყანის კრიზისიდან გამოყვანას და ახალი არჩენების დანიშვნას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, სტუდენტური პარლამენტი მამუკა ხაზარაძის ინიციატოვას უერთდება და სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად ამ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობა […]
„გახარია – საქართველოსთვის“ – მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, – ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც […]
თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს – პროტესტის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება. კავშირი “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ისინი წაიკითხავენ მანიფესტს და მოუწოდებენ, წავიდეს. “თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი […]
სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და შეკრებების მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განმარტავს. განცხადებაში, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად და წერია რომ მნიშვნელოვანია შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და […]
კახეთში, სოფელ კარდენახში ორი ადამიანი მოკლეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის, 2 ადამიანი მოკლეს. შემთხვევა სოფლის ცენტრში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზად შურისძიება სახელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტში ხვალ, 25 ნოემბერს, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – განცხადებას საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს. “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და […]