რას ფიქრობენ გერმანელები: უნდა გადაეცეს თუ არა „ტაურუსის“ მოდელის ფრთოსანი რაკეტები უკრაინას?

უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას „ტაურუსის“ მოდელის ფრთოსანი რაკეტები? ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 61% რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია. ასეთი განწყობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაშია თვალშისაცემი. განსხვავებული პოზიცია მხოლოდ „მწვანეთა“ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობას აქვს. „ტაურუსის“ ირგვლივ დებატები გერმანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის უფლება მისცა. უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ ფრთოსანი […]

25 ნოემბერს პარლამენტი უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, 25 ნოემბერს, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე და ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ. “დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,” […]

25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, ასევე ტელემაუწყებლების/ტელემედიების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა […]

თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოსთან ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან. მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”. მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება. როგორც “ძლიერი საქართველოს” წევრმა, მედია მეტრეველმა მარშის დაწყებამდე განაცხადა, მსვლელობის დასასრულს, ისინი შემაჯამებელ […]

25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, 25 ნოემბერს, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]

ეკონომიკური ზრდის, სეზონური დასაქმებისა და მიგრაციის სიმბიოზური ეფექტი შრომის ბაზარზე

საქართველოში უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემცირების ძირითადი განმაპირობებლი ფაქტორი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ზაფხულის სეზონზე დასაქმების მატება და მიგრაციაა. შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობის შემცირების ტენდენცია არა მხოლოდ წლიდან წლამდეა შესამჩნევი, არამედ მაჩვენებელი უკვე თვიდან თვემდეც კი იკლებს. “საქსტატის” ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში უმუშევრობა 1.8%-ით – […]

“გაფართოებაზე უარი ვთქვით, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, არ ვიცით რა გველოდება” – “ფაფრის ველი”

მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შალვა ქურდაძე ფიქრობს, რომ არაევროპული ორიენტაციის მქონე ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება დასავლელი მომხმარებლის განწყობაზე აისახება და ეს პროცესი ყველა ექსპორტირებული პროდუქციის გაყიდვაზე ნეგატიურად იმოქმედებს. „საქმიან დილასთან“ საუბრისას ქურდაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ ქვეყანაში არსებული გაურკვეველი ფონის გამო, გაფართოებაზე უარი წელს პირველად თქვა. “ჩვენ პრინციპული უარი ვთქვით რუსეთის ბაზარზე და ამჟამად წარმოდგენილი ვართ მსოფლიოს […]

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენება კოლექტიური დასავლეთისთვის გამაფრთხილებელი ზარი იყო

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოყენება იყო გამაფრთხილებელი ზარი კოლექტიური დასავლეთისთვის იმ ფონზე, როდესაც ის აჩვენებს მზადყოფნას, რუსეთის ჩასახშობად ყველაფერზე წასვლისთვის. „კოლექტიური დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, აჩვენებს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი რუსეთის ჩასახშობად, ამიტომ, ეს არის გამაფრთხილებელი ზარები: „არც იფიქროთ ამაზე“ – ვგულისხმობ დარტყმას, რომელიც ჩვენმა […]

ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს – თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ

ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ დაწერილ „პოსტს“ ეხმაურება. ამასთან, წილოსანი მიმართავს იმ პირებსაც, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, რომ […]

“ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას განასხვავებს რუსეთისგან ისაა, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ” – ზურაბ ჯაფარიძე

“ერთადერთი რაც ამ ქვეყანას განასხვავებს რუსეთისგან არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და დღეს დაანონსებულ აქციაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხვალ, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” პარლამენტში პირველ სესიას, სავარაუდოდ, დილის 9:00 საათზე ჩანიშნავს, ხოლო “ოცნების” წევრები დილის 7:00 საათისთვის […]