რუსეთმა ასობით იემენელი გადაიბირა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად-FT

რუსეთის არმიაში ასობით იემენელი გადაიბირეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ Financial Times-ი წერს თავად დაქირავებულებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერაციაში მაღალხელფასიან სამსახურებსა და რუსეთის მოქალაქეობას დაჰპირდნენ. იემენელები ასეთი შეთავაზების შემდეგ რუსეთში ჩამოვიდნენ, მაგრამ გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, მათ აიძულეს ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე თავდაცვის სამინისტროსთან და ომში გაგზავნა დაუწყეს. FT ვარაუდობს, რომ იემენელ ჯარისკაცთა […]

სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ხელოვანები – ერთიანი მარშით – რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ხელოვანები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი 21:00 საათამდე რუსთაველის მეტროსთან გაჩერდებიან, ამის შემდეგ კი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. რესპუბლიკის მოედნიდან კი აქცია საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს, სადაც გაყალბებული არჩევნების მოწინააღმდეგეები ღამეს გაათენებენ და “ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ იქ შეხვდებიან.

სამხედრო თანამშრომლობა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან – კრემლის ახალი გეგმა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსული გამოცემების ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, დოკუმენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც ადგენს. ცბობისთვის, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ კრემლს რეალურად, […]

ლევან ხაბეიშვილი – მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს – ყველას მოვუწოდებ, დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!

თბილისში მანქანებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციას უერთდებიან რეგიონებიდან. მისი თქმით, მანქანების მსვლელობით ისინი რესპუბლიკის მოედანზე მივლენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. „დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოქალაქეები უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, როცა გააუქმა დემოკრატია, […]

“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს

“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსი გამართეს და ჩემოდნები ძირს დაყარეს. სამგზავრო ჩემოდანი აქციის სიმბოლოა, რომელიც ქვეყნიდან სიღარიბეს გაქცეული ემიგრანტი ქალების ცხოვრებას გამოხატავს. აქციის მონაწილეები ოლიგარქიულ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქვეყნის და ოჯახების დატოვება ქალებს აღარ უნდა უწევდეთ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “წადი, […]

განათლებისა და კულტურის სფეროს ერთიანი პროტესტი დედაქალაქის ქუჩებში – დეტალები

“ქართული განათლება საფრთხეშია” – განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მხარდასაჭერად მსვლელობით მივიდნენ. განათლების სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი რუსთაველის მეტროდან. ორი მსვლელობა ერთმანეთს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეხვდა და თსუ-ს ეზოში შევიდნენ. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, […]

“მთავარი არხის” ოპერატორს ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელზეც პოლიციამ, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე, აქციის გაშუქებისას დროს იძალადა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. მისი თქმით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს. ის დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. სერგი ბარამიძეს სამედიცინო ექსპერტიზა გამოკითხვის შემდეგ დღეს […]

აშშ-ის ისტორიაში მესამედ, ადამიანი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს

ალაბამას შტატში, აშშ-ის ისტორიაში მესამედ, ადამიანი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. 50 წლის კერი დეილ გრეისონი მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს გაასამართლეს. მედიის ცნობით, გრეისონს სიკვდილით დასჯა “ავტო სტოპით” მოგზაური ვიკი დებლიერის გატაცებისა და მკვლელობისთვის მიუსაჯეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში, ის 19 წლის იყო, მისი სამი თანამზრახველი კი არასრულწლოვნები იყვნენ. სასამართლომ მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. […]

კახეთში ორი ადამიანია მოკლული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე ორი მამაკაცია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. ერთი 34 წლისაა, მეორე 52-ის. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილი დგას, ორივეს ტყვის კვალი ეტყობა და საქარე მინები აქვს ჩამტვრეული. კარდენახში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მათ ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. რადიო […]

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. ამასთან, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს. შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე […]