„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. ამასთან, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს. შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე […]

თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც

თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არჩევნების მიტაცებას, ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს, პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებენ. ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობის დაწყებამდე ლექტორებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. „26 ოქტომბრის არალეგიტიმურად […]

ევროკავშირის ქვეყნებს საერთო იარაღი ექნებათ – საწყის ეტაპზე 300 მილიონი ევრო დაიხარჯება

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ინიციატივას ევროპის საერთო თავდაცვის ობლიგაციების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას. ეს ამბავი ევროპელმა დიპლომატებმა გაახმაურეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე და მას „დიდი საქმე უწოდეს“. კაპიტალის ბაზარზე განთავსებული ობლიგაციებით მოზიდული სახსრები მოხმარდება საწარმოების განვითარებას სამხედრო მიზნებისთვის. ასევე, ისტორიაში პირველად ევროკომისიამ ბლოკის ბიუჯეტიდან გამოყო ფული […]

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

კრემლთან დაახლოებული რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. კრემლის ცნობით, ეს იყო ყაზანში 23 ოქტომბერს გამართული საუბრის გაგრძელება, “რომელზეც საგნობრივად განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები”, ყურადღება გამახვილდა “სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებაზე” . მხარეებმა ასევე განიხილეს არაერთი საერთაშორისო თემა, მაგრამ კრემლი არ აკონკრეტებს, თუ კერძოდ […]

„ევროპელი დემოკრატები“ – მნიშვნელოვანია ვიქტორ ყიფიანის კონცეფციის “საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილების შესახებ“ გათვალისწინება, რათა ამ რთულ პერიოდში ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დადგეს

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ „ევროპელი დემოკრატების“ პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „საგარეო უსაფრთხობის საშინაო განზომილების შესახებ“ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს. „ის უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და გათვალისწინებული ფართო საზოგადოების მიერ, რათა ქვეყანა ამ რთულ პერიოდში, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, – აღნიშნავს დავითაია. “ევროპელი დემოკრატები“ ვიქტორ ყიფიანის წერილ ავრცელებს, რომელსაც უცვლელად […]

თბილისში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება. […]

საათების ინდუსტრია და ჟენევის ტრადიციული დაჯილდოება

ოველ შემოდგომაზე საათების ინდუსტრიის წარმომადგენლები ჟენევის ტბასთან იკრიბებიან, რათა წლის საუკეთესო საათები დაასახელონ და დააჯილდოონ. ყოველ შემოდგომაზე საათების ინდუსტრიის წარმომადგენლები ჟენევის ტბასთან იკრიბებიან, რათა წლის საუკეთესო საათები დაასახელონ და დააჯილდოონ. წელს ჟენევის კონკურსის მთავარ პრიზზე 90 საათია წარდგენილი. “ჩვენი ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პრიზი,“ – ამბობს რაიმონ ლორეტანი, Grand Prix d’Horlogerie de Genève-ის (GPHG) […]

ზელიმხან იანდარბიევი პუტინის ოპონენტების მკვლელობების შესახებ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში მოხვდა

საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორატის ანგარიშში ნახსენებია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ზელიმხან იანდარბიევიც. ამის შესახებ “კავლაზ.რეალიი” იუწყება სააგენტო “ბლუმბერგზე” დაყრდნობით. აშშ-ის დაზვერვის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის ოფისის მიერ 2006 წელს მომზადებული დოკუმენტი ნაწილობრივ განასაიდუმლოვდა გამოცემის ჟურნალისტის თხოვნით. მასში ჩამოთვლილია არაერთი მკვლელობა, რომელიც 2006 წლიდან […]

ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება

ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს […]

“შსს, რაკი თვითონ ვერ ხვდებით, აგიხსნით” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: შსს, რაკი თვითონ ვერ ხვდებით, აგიხსნით. სტრატეგიული ობიექტის, ანუ პარლამენტის ბლოკირებას, ხვალ აპირებს ოცნების თვითმარქვია ე.წ. დეპუტატები. ოცნების კრიმინალური ბანდის ყოფნა პარლამენტში არის კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. პოლიციის, შსს-ს ვალდებულებაა, აღასრულოს კანონი და უზრუნველყოს პარლამენტის შენობის განთავისუფლება სახელმწიფო დამნაშავეებისაგან. მარტივია ეს, ორჯერ ორი რომ ოთხია ისეთი მარტივი.