ხატია დეკანოიძე – არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ “გაატარებენ”

არავის ეშინია შსს-ს განცხადების, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას, რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, საიდანაც მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ. “არავის ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, აქედან მსვლელობით მივდივართ პარლამენტთან, იქ ვიქნებით, ღამეს გავათენებთ, […]

ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ, Ryanair-ი და რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია დააჯარიმა

ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ, ბიუჯეტური ავიაკომპანიები როგორიცაა: Ryanair, easyJet, Vueling, Norwegian და Volotea, ჯამში, 179 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მათ შორის, დამატებითი ხელბარგის გადატანისთვის გადასახადის დაწესების გამო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიები არღვევდნენ კლიენტების უფლებებს, როდესაც აწესებდნენ გადასახადს დიდი ზომის ხელბარგზე, თვითმფრინავში ადგილის შერჩევაზე ან ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვაზე, ასევე არ აძლევდნენ მგზავრებს ნაღდი ფულის გადახდის […]

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით “ქართული განათლება საფრთხეშია”. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარალელურად, რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილია ავტომობილებით […]

თამარ კორძაია – ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მიიპარეს, ფეხქვეშ გათელეს – ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ

დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს – კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაია რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, საიდანაც მოქალაქეები იკრიბებიან, შემდგომ კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. როგორც კორძაიამ განმარტა, ძალაუფლების მოპარვა არავის შერჩენია. “საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ […]

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი […]

უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 2 753 462 ლარი შეადგინა

2024 წლის 10 თვეში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 2 753 462 ლარი შეადგინა. უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, სავარაუდოდ თბილისში, კონტროლიორებმა დაახლოებით 138 000-მდე ჯარიმა დაწერეს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, 2023 წლის იანვარ ოქტომბერში ჯარიმების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებდა. მცირედით არის შემცირებული დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების […]

,, მე ასე გავიზარდე, ასე ვცხოვრობ და ასე წავალ ამქვეყნიური საქართველოდან ზეციურ საქართველოში” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ჩვენ მეორე სამშობლო არ გვაქვს. ის ერთია, ერთადერთია, განუმეორებელია და მეორე არასდროს არ გაჩნდება, ვერ გამოვიგონებთ, ვერ შევქმნით. ყველაფერი სხვა მხოლოდ სამშობლოს სუროგატი, საკუთარი თავის ან/და სხვისი მოტყუებაა, თავშესაფარია, და არა ნამდვილი სამშობლო. მე ასე გავიზარდე, ასე ვცხოვრობ და ასე წავალ ამქვეყნიური საქართველოდან ზეციურ საქართველოში.“

საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო

შემოდგომის სერიის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა სახლში ტონგა 22:7 დაამარცხა. პირველ ტაიმში თამაში თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მაღალ ტემპში, დაძაბულად და უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ნინიაშვილის გარღვევას თოდუას ლელო მოჰყვა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა. შემდეგ კარკაძის სწრაფი კონტრშეტევისას ნინიაშვილმა ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა, მამაიაშვილმა ყვითელი ბარათი […]

“რომასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დღეს, სერია A-ს მეცამეტე ტურში “ნაპოლი” “რომას” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

“კილომეტრიანი კოლონებია, მოდიან რეგიონებიდან” – ხაბეიშვილი

„დასავლეთ საქართველოდანაც, აღმოსავლეთ საქართველოდანაც მოქალაქეები უერთდებიან პროტესტს რუსული თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა გადაატრიალა ეს ქვეყანა, როდესაც გააუქმა დემოკრატია, როცა გააუქმა არჩევნები, ხალხს მოჰპარა თავისუფლები ნების გამოხატვის შესაძლებლობა და მიითვისა ხელისუფლება. დღეს არეულობა და დაპირისპირება სურს მარტო ივანიშვილს და მის პარტიას, რადგან ისინი აყალბებენ არჩევნებს, საქართველოს თვითმარქვია პრემიერ მინისტრს ხელს არ ართმევს […]