მიხეილ სააკაშვილი – მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი სახელის ხსენება ერიდება – მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა, ეს იცის დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო […]

პაატა მანჯგალაძე – წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში

წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში – მათ პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა მოუწიათ, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, ერთიანობას აქვს დიდი ძალა და ბრძოლა გრძელდება. „თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა. მადლობა […]

„იმ ბრენდებში, რომლებშიც ფასები დავწიეთ, დაახლოებით, 50%-ით მეტ ერთეულ პროდუქციას ვყიდით“ – რევაზ მაღალაშვილი

“სინომი რითეილის” ხელმძღვანელის რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, კომპანიამ სექტემბრის დასაწყისიდან, გარკვეულ ბრენდებში ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც პროდუქციის გაყიდვების ორნიშნა ზრდა გამოიწვია. როგორც მან, “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, გაყიდვების ზრდის გარდა, მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანიის ონლაინ პლატფორმები უფრო კონკურენტუნარიანი გახადა საზღვარგარეთის ონლაინ პლატფორმებთან მიმართებაში. რევაზ მაღალაშვილის თქმით, საერთო ჯამში, ამ ეტაპზე კომპანიას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ზრდა […]

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 %-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 %-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა. თუმცა, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით 54.7%-მდე […]

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გახსნა. პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ესწრებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პირველ სხდომას არ ესწრება არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პირველი სხდომის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გაკვეთილის არევა უნდა იმას, ვინც გაკვეთილი არ იცის – ლადო კახაძე

“ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მან ამის შესახებ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა. ლადო კახაძე პარლამენტის უხუცესი წევრია, რომელიც დღევანდელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი პირველი თუ პარლამენტის არ მოწვევა სხდომის ჩატარებას ხელს არ უშლის. “საქართველოს კონსტიტუციას არის ერთ-ერთი თანამედროვე და […]

“არავინ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას” – ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება. „ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება“, – ამბობს პოლიტიკოსი. ბადრი ჯაფარიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დესტრუქციული და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ მანიფესტაციები მუდმივი იქნება. “მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის ერთადერთი სწორი პასუხი იმ უმსგავსობაზე, […]

პარლამენტის სხდომა დაიწყო – დარბაზში მხოლოდ “ოცნების” დეპუტატები არიან

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა. დარბაზში მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან. ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათენა, ნაწილი კი იქ დილით მივიდა. პროტესტს უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდანაც. რადგან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხდომას არ […]

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს შენობას კვერცხები ესროლეს. პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც საყვირებითა და სხვადასხვა შეძახილებით, პარლამენტში მყოფი დეპუტატებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც ზუბალაშვილის ქუჩაზე კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ […]

პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაკა ბოჭორიშვილი 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში. „წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს – ეს გახლავთ […]