მიხეილ სააკაშვილი – ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო „ოქროს ხანის“ დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა!

ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, […]

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

უკრაინულმა დრონები რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ქარხანა „ტაიფუნს“ დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო იუწყება. „კალუგაში თავდასხმა განხორციელდა ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია“, – დაწერა კოვალენკომ „ტელეგრამზე“. ამასთან, კალუგას ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 უპილოტო […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელის – „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის – „ზუმერი“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილე […]

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრაში მონაწილეობა ოცნების 88 წევრმა მიიღო და მხარი ყველამ დაუჭირა. მათ უფლებამოსილე ცნეს 150-ვე დეპუტატის, მათ შორის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“კვარა” უკმაყოფილო იყო? კონტე სახეზე არავის უყურებს” – “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ქართველზე ისაუბრა

იტალიის ნაკრებისა და “ინტერის” ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio-სთან ინტერვიუში სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლისა” და “რომას” (1:0) მატჩის შესახებ ისაუბრა. ბერგომიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, რომელიც “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა. “რის გამო იყო “კვარა” უკმაყოფილო, იმის გამო, რომ შეცვალეს, თუ იმის გამო, რომ ახალ კონტრაქტს ვერ იღებს? ერთი […]

სრული კონცენტრაცია სომხეთზე! – საქართველოს ნაკრების 2025 პლეი-ოფით, ამხანაგურებითა და შესარჩევით…

მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლსაც, რომელმაც ხელშეკრულება გაახანგძლივა, ბევრი რამის ახლებურად გააზრება მოუწევს. ორგანიზებული, გეგმაზომიერი ცვლილებები გვჭირდება და არა ქაოსური სვლები. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კუთხით, საქართველოს ნაკრებს ჯერ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ამას შესარჩევი ეტაპიდანაც ეცდება. საქართველოს ეროვნული გუნდი მარტში სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრას ჩაატარებს. “ერთა ლიგის” დივიზიონში ადგილის განსაზღვრის შემდეგ, ივნისში საშუალება გვექნება ამხანაგური მატჩები […]

მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია” და „დროა” გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა”

კმარა” „წარსულს ჩაბარდა „არალეგიტიმური” ცესკო, „გაყალბებული” არჩევნები და „რუსული” ხელისუფლება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, ღამით არსებული ვითარება რუსთაველზე, ძალიან ჰგავდა ერთ იუმორისტულ ჩანახატს, როცა სოციალური ქსელის გათიშვის შემდეგ, ხალხი ქუჩაში სურათების ე.წ. „დალაიქებას“ ითხოვს. დავით ქართველიშვილს სწორედ ამ ვითარებას აგონებდა ცალკეული […]

პაატა მანჯგალაძე – წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში

წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში – მათ პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა მოუწიათ, – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, ერთიანობას აქვს დიდი ძალა და ბრძოლა გრძელდება. „თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა. მადლობა […]

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ფიცის […]

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი სახელის ხსენება ერიდება – მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა, ეს იცის დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო […]