პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული […]
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაკა ბოჭორიშვილი 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში. „წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს – ეს გახლავთ […]
ვილნიუსის აეროპორტთან კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ვილნიუსის აეროპორტთან კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ლიეტუვის პოლიციაზე, საგანგებო სამსახურებზე და აეროპორტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან მიფრინავდა, ვილნიუსის აეროპორტთან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სახლში მყოფი პირებიდან ყველა გადარჩა. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის […]
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატების არმიწვევის მიზეზი განმარტა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, რატომ არ მიიწვიეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები 25 ნოემბერს პარლამენტში. “დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და […]
პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც, პარტიულის სიის პირველი ნომერი

25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, – რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ. „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე […]
28 ნოემბრის „ხუთშაბათის ავეჯის ღამის ბაზრობაზე“ „ეშლი ჰოუმსთორიში“ 60%-მდე ფასდაკლებები დაგხვდებათ

„შავი პარასკევის“ განსაკუთრებული შეთავაზება „ეშლი ჰოუმსთორისგან“ – 28 ნოემბერს, „ავეჯის ღამის ბაზრობაზე“ ამერიკული ავეჯისა და აქსესუარების შეძენა 60%-მდე ფასდაკლებით შეგეძლებათ. “ეშლი ჰოუმსთორი” მოქალაქეებს შოპინგის საშუალებას აძლევს მაშინ, როცა ქალაქში ნაკლები საცობია და გადაადგილება მოსახერხებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად, “ეშლი ჰოუმსთორის” შოურუმს არასამუშაო საათებში ეწვიონ და სასურველი ნივთი გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინონ. სეზონის ყველაზე დიდი ფასდაკლებებით […]
სასტუმრო „ტელეგრაფი“ მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World შეუერთდა

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ორგანიზაციის ყოველწლიურ ყრილობაზე ესპანურ საკურორტო ქალაქ მარბელიაში გაიმართა. სილქ ჰოსფითალითის მართვაში არსებული სასტუმრო ტელეგრაფი ოფიციალურად შეუერთდა პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის The Leading Hotels of The World (LHW) უმაღლესი კლასის სასტუმროების კოლექციას. შეთანხმებას ხელი მოეწერა ესპანეთში, მარბელიაში, LHW-ის ყოველწლიურ ყრილობაზე. სასტუმრო ტელეგრაფი გახდა LHW-ს პირველი სასტუმრო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. მსოფლიოში ცნობილი […]
კომიტეტების თავმჯდომარეების გარკვეული ცვლილებები იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს

კომიტეტების თავმჯდომარეების გარკვეული ცვლილებები იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს გარკვეული ცვლილებები კომიტეტების თავმჯდომარეების იქნება. დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე სხვა საპარლამენტო თანამდებობებს, -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება პარლამენტს და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. თქვენ […]
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა
იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ანრი ოხანაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი საქართველოში და მას განათლება მიღებული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში. მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. „ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება […]
დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ, შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო შირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ “იუვენტუსის” ყოფილმა 10-იანმა 2025 წლის 3 თებერვალს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის გასამართ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. შეგახსენებთ, 2018 წლის ოქტომბრიდან, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს გაბრიელე გრავინა იკავებს.