მსოფლიოში, საკოლექციო ღვინოებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

ანგარიშში, რომელიც ეფუძნება ღვინის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვას Liquid Icons-ის მიერ, ნათქვამია მსოფლიოში საკოლექციო და ძვირად ღირებულ ღვინოებზე მოთხოვნის ზრდაზე. ამის შესახებ The Drinks Business წერს. კვლევა ჩატარდა 2024 წლის მარტიდან ივნისამდე. მასში დახვეწილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრის 1,2 ათასზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოში მოთხოვნა საკოლექციო ძვირად ღირებულ ღვინოებზე 20%-ით გაიზარდა. […]
700 მილიონი დოლარი: უპრეცედენტო ინტერვენცია წინასაარჩევნოდ, ლარის კურსის დასაჭერად

წინასაარჩევნოდ, ლარის კურსის შესაკავებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო თანხა, ნახევარ მილიარდზე მეტი აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონის მეშვეობით, ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში, 213 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე – 377 მილიონზე მეტი. საერთო ჯამში კი 591,1 მილიონი აშშ დოლარი. „ერთ თვეში, ყველაზე დიდი გაყიდვა, ჩვენი სავალუტო ინტერვენციების ისტორიაში იყო 2020 წლის ოქტომბერში – 200 […]
სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ
სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტავს, რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ […]
“პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს” – გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე

სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი ქართული ოცნების დეპუტატები გახდნენ. ჟურნალისტმა მათ ჰკითხა თუ ვინ იქნება მომვალი პრეზიდენტი. “ღირსეული ადამიანი და ქვეყნის მოქალაქე იქნება, მალე გავივებთ ვინაობას.”- თქვა გენომ. “პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და არა ისეთი, როგორიც გვყავს” -თქვა ლაშა ტალახაძემ.
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.
თსუ-ის სტუდენტები: ფარული კონსულტაციებია, სტუდენტებს რექტორთან დახურულ შეხვედრას სთავაზობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, სადაც სტუდენტებს რექტორთან ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას სთავაზობენ. სტუდენტთა ნაწილის თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თსუ-ში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩახშობას და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც არ იქნება ჩატარებული საჯარო სივრცეში, მედიების წინ […]
Reuters – “გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა

“გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა და უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტისთვის უკვე მოემზადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters -ი “გაზპრომში” გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს თანახმად, რუსული გაზის მონოპოლისტ “გაზპრომის” გეგმები იმ მოცემულობიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის შემდეგ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი აღარ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას […]
აფხაზეთის პალმებს გადაშენება ემუქრება

აფხაზეთში პალმებს მავნებლების შესევის გამო გადაშენება ემუქრება. პრობლემის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის ენტომოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი მიხეილ ქირია საუბრობს. მისი თქმით, პალმის ხეებს ორი მთავარი მავნებელი ემუქრება, როგორიც არის ცხვირგრძელასებრთა წითელი ხოჭო და პალმის ფარვანა. ამ მავნებლების პოპულაციები, განსაკუთრებით, გაგრასა და ახალ ათონში ჭარბობს. პალმების გადასარჩენად ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და […]
„ქსელურ მარკეტებში შეღწევა მცირე ბიზნესებისთვის თითქმის შეუძლებელია“ – Kona Tea

ქსელურ მარკეტებში შეღწევა მცირე ბიზნესებისთვის თითქმის შეუძლებელია, რადგან ის პირობები და ფასები, რასაც ისინი გვთავაზობენ არასერიოზული და არარეალურია, – ამის შესახებ ჩაისა და ბალახეული კომპოზიციების მაღაზია Kona Tea-ს დამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს როლი და მხარდაჭერა მცირე ბიზნესების განვითარებაში მთავარი და უმნიშვნელოვანესია. “ქართული ჩაის ხარისხი გაუმჯობესდა, რის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის,დაბალია პროდუქტზე […]
ლაშა ტუღუში – ხელისუფლება და პარტია სხვადასხვაა, ჩვენთან კი ერთი, ახლა კიდევ უარესი გახდა, დრამატულად ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული – მოჯადოებულ წრეზე როდემდე ვიტრიალოთ? კამერა რომ გამოჩნდება, იღვიძებენ პოლიტიკოსები, მიდის და იძინებენ

მოჯადოებულ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. კამერა რომ გამოჩნდება, პოლიტიკოსები მარტო მაშინ იღვიძებენ, კამერა მიდის იძინებენ, პროგრამებს არ წერენ, საზოგადოებასთან არ მუშაობენ, ხალხს არ ელაპარაკებიან, რა უნდათ. ეს ყველას ეხება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საჭიროა, რომ […]