ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება

ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1 იანვრიდან, 70 წლისა […]
,,ბოლო 4-5 წელია ქართულ ბაზარზე მომხმარებელი კორეულ კოსმეტიკას ითხოვს’’- რატომ გახდა კორეული კოსმეტიკა პოპულარული

ქართულ ბაზარზე კორეული კოსმეტიკა პირველად 2017 წელს გამოჩნდა. წლების წინ უცნობი პროდუქტი დღეს მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა. კორეული კოსმეტიკის მოყვარულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოდის. პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში კორეული კოსმეტიკა შემოიტანა ,,პირველი კორეული’’ იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საგრძნობლად […]
ენტონი ბლინკენი – მუდმივად მესმის უკრაინისთვის მტკიცე ევროპული მხარდაჭერის შესახებ, მჯერა, ეს ჩემს ქვეყანაშიც აისახება – იმაზე დაყრდნობით, რაც მესმის, მჯერა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

თეთრი სახლის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მუდმივად მესმის – რამდენიმე კვირის წინანდელ ნატოს შეხვედრებზე, “დიდი ოცეულის” შეხვედრებზე და განსაკუთრებით აქ, G7-ის შეხვედრაზე – უკრაინისთვის მტკიცე ევროპული მხარდაჭერის შესახებ. ასევე მჯერა, რომ ეს ჩემს ქვეყანაშიც […]
ტრამპი კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების პირობას დებს

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს, 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მაღალ ტარიფებს დაუწესებს შტატების სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს – კანადას, მექსიკასა და ჩინეთს. ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის ფიცს 20 იანვრს დადებს თქვა, რომ 25%-იან ტარიფს დააწესებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე იქამდე, ვიდრე ისინი არ შეზღუდავენ ნარკოტიკების გადატანას, კონკრეტულად კი ფენტანილისას. ტრამპმა ასევე მოითხოვა, რომ ამ ქვეყნებმა […]
პისტორიუსი: ევროპელები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდიან

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ევროპელები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. ეს პირობა ბორის პისტორიუსმა ორშაბათს, ბრიტანელ, ფრანგ, პოლონელ და იტალიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა, ძლიერების პოზიციიდან იმოქმედოს”, – უთხრა ჟურნალისტებს პისტორიუსმა ბერლინში. ევროპელ ლიდერთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ამერიკის წვლილი უკრაინის სამხედრო დახმარებაში შემცირდეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, […]
უკრაინაში მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

გარდაიცვალა სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც 2023 წელს ბახმუტში მძიმედ დაიჭრა. ლეკიაშვილი საფრანგეთში გადიოდა მკურნალობას, იქამდე კი უკრაინასა და საქართველოში. მისი ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე. „ სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის […]
ვვარაუდობთ, რომ თბილისის 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი ₾2.1 მლრდ-ს გადააჭარბებს – ირაკლი ხელაძე

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია შენიშვნებით თბილისის მერიას დაუბრუნა. მერია დოკუმენტს დააკორექტირებს და უკვე შეცვლილ ვერსიას საკრებულოში გადააგზავნის, სადაც 1 თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტის დამტკიცება მოხდება. 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მილიარდ 781 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი, რაც გასული წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს 241 მილიონი ლარით ჩამორჩება. ხოლო, დამტკიცებულ ვერსიაზე 62 მილიონი ლარით […]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა დიდი ბრიტანეთის 12 მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის 30 მოქალაქე, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. სიაში შეყვანილთა შორის არის მთავრობის 15 წევრი, მათ შორის – 12 მინისტრი. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა დაწესდა პასუხად „ბრიტანული მხარის მტრულ ქმედებებზე“. მათ შორისაა სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და მსოფლიოში რუსეთის იზოლაციის მცდელობები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, […]
რასა იუკნევიჩიენე – არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს – ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან. ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის […]
რასა იუკნევიჩიენე – ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვანია […]