საახალწლოდ კვერცხი არ გაძვირდება – ასოციაცია

მეფრინველეობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ საახალწლოდ კვერცხის გაძვირება მოსალოდნელი არაა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BMG-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეულის ფასი გაზრდილია, მეწარმეები კვერცხის გაძვირებას არ გეგმავენ. მისივე თქმით, ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წილი გაზრდილია, რაც მათ შორის, იმპორტის შემცირებას უკავშირდება. „არც საახალწლოდ და არც სააღდგომოდ კვერცხი არ გაგვიძვირებია და არ გვისარგებლია იმით, რომ მოთხოვნა იზრდება. […]

ლაშა ტუღუში – ხელისუფლება და პარტია სხვადასხვაა, ჩვენთან კი ერთი, ახლა კიდევ უარესი გახდა, დრამატულად ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული – მოჯადოებულ წრეზე როდემდე ვიტრიალოთ? კამერა რომ გამოჩნდება, იღვიძებენ პოლიტიკოსები, მიდის და იძინებენ

მოჯადოებულ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. კამერა რომ გამოჩნდება, პოლიტიკოსები მარტო მაშინ იღვიძებენ, კამერა მიდის იძინებენ, პროგრამებს არ წერენ, საზოგადოებასთან არ მუშაობენ, ხალხს არ ელაპარაკებიან, რა უნდათ. ეს ყველას ეხება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საჭიროა, რომ […]

,, ამ ტელევიზიების დამსახურებაცაა ოლიგარქის ბატონობა” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა: ,,ე. წ. ოპო ტელევიზიების მრუდე სარკე: სიცრუეს – სიცრუით ვერ დაამარცხებ, ცენზურით – ცენზურას, დაკვეთების შესრულებით- დაკვეთის შემსრულებლებს, პატრონის მონობით – მონებს. ამ ტელევიზიების დამსახურებაცაა ოლიგარქის ბატონობა.”

პეტრას აუსტრევიჩუსი – მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, რაც შეიძლება სწრაფად – ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე

როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი […]

ნინო ლომჯარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 27 ნოემბერს გამოიკითხება

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება. სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართება, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ “ჩემი ხმა” დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ლომჯარიამ თავდაპირველად უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე, მან […]

,,Black Friday-ის აქციის მომხმარებლები იმდენი არ არიან, რამდენიც უნდა იყვნენ”- მეჰმეთ მელექი

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია “BEKO საქართველოს” გენერალური დირექტორი, მეჰმეთ მელექი, „კომერსანტის დილასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფასდაკლებებით იმდენ მომხმარებელს არ უსარგებლია, რა მოლოდინიც კომპანიას ჰქონდა. მელექის განმარტებით, ამის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობაა. მომხმარებლები ტექნიკის შესაძენად სიტუაციის დამშვიდებას ელოდებიან. „მომხმარებლების დიდი ნაწილი პოლიტიკური დაძაბულობის დროს ელოდება, რომ მდგომარეობა დამშვიდდეს და შემდეგ შეიძინოს ნივთი. „შავი პარასკევის“ აქციები ჩვენთან უკვე […]

ალისონი „გალათასარაიში“ გადასვლას განიხილავს, რადგან „ლივერპულში“ მამარდაშვილი მიდის – თურქული გამოცემა

„გალათასარაის“ მომავალ ზაფხულში „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენა სურს, რადგან ახალი სეზონიდან გუნდში გიორგი მამარდაშვილი უნდა მივიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტრანსფერმარკტის“ ბრიტანული გვერდი ავრცელებს. სავარაუდო ტრანსფერზე უფრო დეტალურად თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომლის მტკიცებით, „ლივერპულის“ მეკარე სტამბოლელების წინადადებას განიხილავს. „ალისონ ბეკერი 2024/25 წლების სეზონის ბოლოს „გალათასარაიში“ გადასვლას განიხილავს. როდესაც ინგლისელებმა ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი […]

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ამ დრომდე უდიდესი თავდასხმა განახორციელა

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა, გასულ ღამეს, უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა განახორციელა. მათი განცხადებით, თავდასხმის სამინზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო, შედეგად კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ტერნოპოლის დასავლეთ რეგიონში და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები კიევში. დრონებით ამ მასშტაბურ ოპერაციას, თან ერთვის, 2022 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზე, ყველაზე დიდი ყოველთვიური […]

ლავროვი: კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, “კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს და საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს”. რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, ამის შესახებ სერგეი ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა რიგით მე-20 შეხვედრაზე ისაუბრა. “კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს, დაძაბულობის კერებს, არც სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებს უგულებელყოფს – დაწყებული […]

„ლარის კურსს გაუფასურებით რომ ემუქრებოდა, ის პერიოდი ჯერ გადავლილი არ არის“ – ეკონომისტი

„ლარის კურსს გაუფასურებით რომ ემუქრებოდა, ის პერიოდი გადავლილი ჯერ ნამდვილად არ არის,“ – ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კურსი ინერციით მიდის და საერთაშორისო ვერდიქტს „ელოდება“. „ამ ეტაპზე კურსი მიდის ინერციით, მაგრამ თუ საერთაშორისო საზოგადოება გამოიტანს ვერდიქტს, რასაც ვარაუდობთ და რისი შანსიც ძალიან მაღალია, ცხადია, […]