მიხეილ სარჯველაძე – რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი, თანამედროვე კლინიკა. ამის შესახებ მან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე […]
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ცნობიერების კამპანიებს გეგმავს, მათ შორის: მარილის გამოყენების შემცირებასა და ბავშვთა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ცნობიერების კამპანიებს გეგმავს, მათ შორის: მარილის გამოყენების შემცირებასა და ბავშვთა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა. „გატარდება ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები. მათ შორის, იმუნიზაციის პროგრამა უფრო მდგრადი რომ გახდეს. არანაკლებად მნიშვნელოვანია […]
მიხეილ სარჯველაძე – მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ […]
რუსეთი ქვეყნიდან აძევებს ბრიტანელ დიპლომატს – მას ჯაშუშობა ბრალდება

რუსეთი ქვეყანას ატოვებინებს ბრიტანელ დიპლომატს, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანს, ედვარდ პრიორ უილკსს. მას დიპლომატის საფარქვეშ ჯაშუშობა დასდეს ბრალად. რუსეთის უშიშროების სამსახურმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ უილკსი იყო „გამოუცხადებელი სადაზვერვო ყოფნის“ ნაწილი რუსეთში, რამაც გააძლიერა დაძაბულობა მოსკოვსა და ლონდონს შორის. “ეფესბეს” თანახმად, უილკსი რუსეთში ყალბი მონაცემებით ჩავიდა და ეწეოდა „სადაზვერვო და ძირგამომთხრელ საქმიანობას“, […]
ვიქტორ წილოსანი თბილისის ტრანსპორტის სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, მერიაში საკადრო ცვლილებებმა „ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე“. „მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული […]
მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია დაწყებიდან 28 თვის შემდეგ დასრულდა

დასრულდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომიდან მიაწოდა. 2022 წლის 20 ივლისს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 28 თვე გაგრძელდა. „ავლაბრის“ რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს „ბადა გრუპთან“ („ბადა ქონსთრაქშენი“) 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის […]
ირაკლი ქარსელაძე – 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომარაგება-წყალარინების […]
ალექსანდრე წულაძე – უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია

უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ალექსანდრე წულაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მინისტრობის […]
11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო

11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც 10 და 17 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომა 11 დეკემბერს გადადო. როგორც ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ ესწრებოდა, ვინაიდან მოსამართლეს სხვა სხდომებიც ჰქონდა ჩანიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი […]
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირება „112“-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ. „ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების […]