11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო

11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც 10 და 17 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომა 11 დეკემბერს გადადო. როგორც ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ ესწრებოდა, ვინაიდან მოსამართლეს სხვა სხდომებიც ჰქონდა ჩანიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი […]
ალექსანდრე წულაძე – უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია

უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ალექსანდრე წულაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მინისტრობის […]
ირაკლი ქარსელაძე – 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომარაგება-წყალარინების […]
დავით სონღულაშვილი – 2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას DCFTA ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის აქტიური მუშაობა გაგრძელდება. „2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე […]
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას. „სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის […]
რუბლი დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა – ,,ფორკსზე” ერთი დოლარი 108 რუბლი ღირს

,,ფორკსზე” დოლარის კურსმა, 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად, 108 რუბლს გადააჭარბა. 27 ნოემბრის 12:30 საათის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 108,7025 რუბლია, რაც გასულ კვირასთან შედარებით რუსული ვალუტის 3.04%-ით გაუფასურებაა. БКС Мир инвестиций-ის ექსპერტის, დიმიტრი ბაბინის განმარტებით, ამის მიზეზი რუბლზე გაზრდილი წნეხია. საფინანსო სექტორში ვარაუდობენ, რომ რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი ახლო მომავალშიც არ დასტაბილურდება. საფინანსო […]
საქართველოში გერმანიის ელჩის ინტერვიუ „საქმიან დილაში“

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ განაცხადა. რუბრიკის ავტორმა და წამყვანმა აღნიშნა, რომ გერმანია წლების მანძილზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერდა და ჰკითხა – სად დგას საქართველოს […]
მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ლარში აქვთ 500 000 ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვერ აიღებენ

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება, იმას გულისმხობს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ლარში აქვთ 500 000 ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვერ აიღებენ. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ აქტიურად ადევნებენ თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის […]
პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიაში ოცნების კვოტაა 156 წევრი, დანარჩენი პარტიების – 124

საკრებულოებიდან: ▪︎ „ქართული ოცნება“ – 54 წევრი ▪︎ „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი ▪︎ „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი ▪︎ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი ▪︎ „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი ▪︎ „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი ▪︎ „ლელო“ – 4 წევრი ▪︎ „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი ▪︎ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – […]
მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება

მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას. ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, […]