მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ცნობიერების კამპანიებს გეგმავს, მათ შორის: მარილის გამოყენების შემცირებასა და ბავშვთა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ცნობიერების კამპანიებს გეგმავს, მათ შორის: მარილის გამოყენების შემცირებასა და ბავშვთა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.
„გატარდება ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები. მათ შორის, იმუნიზაციის პროგრამა უფრო მდგრადი რომ გახდეს. არანაკლებად მნიშვნელოვანია ისეთი ცნობიერების კამპანიები, როგორიცაა მაგალითად: მარილის გამოყენების შემცირება, რომელიც ჰიპერტენზიისთვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია და ა.შ. მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ბავშვთა ჭარბწონიანობის პრობლემას მოხსნის და ა.შ. უზარმაზარი რაოდენობაა ასეთი პრობლემების“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია