მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე – საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში – ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის გვერდზე წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა. „უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, – წერს […]
8 დეკემბერს, რომში, Palazzo Colonna-ში ტრადიციულ Art-ფესტივალზე, დათო მაღრაძის შემოქმედებას წარადგენენ

რომში, 8 დეკემბერს Palazzo Colonna-ში ტრადიციულ Art-ფესტივალზე – „ჯადოსნური საშობაო სივრცის“ კონტექსტში გამომცემლობა „ჯულიანო ლადოლფი“ დამსწრე საზოგადოებას დათო მაღრაძის შემოქმედებას წარუდგენს. შუადღე მთლიანად დაეთმობა დათო მაღრაძის პოეზიას. „დათო მაღრაძე და მსახიობი ჯულიო გრეკო გამართავენ პოეტურ პერფორმანსს, სადაც ლექსები გაჟღერდება, როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ენაზე. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. Palazzo Colonna, თორმეტი აპოსტოლის მოედანი 67,00187. რომი“, […]
მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს

ქართველი – არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილი არის იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ის საკუთარი სამშობლოს სამსახურში იქნება. „ახლა […]
Wolt Drive-ის წარმატებული სტარტი საქართველოში (რ)

Wolt Drive საქართველოში ერთ წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და მას მიტანის სერვისისისთვის, უკვე 100-მდე კომპანია იყენებს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია. Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება […]
Nexia Georgia ქსელის 800-მდე ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia-მ, ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის, “წლის კომპანიის / The Firm of the Year” პრესტიჟული ჯილდო მიიღო. Nexia-ს ქსელის ყოველწლიური ღონისძიება წელს სინგაპურში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართული ოფისი ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ღონისძიების მთავარი ჯილდო მეორედ მოიპოვა. “წლის კომპანიის” ჯილდო იმ კომპანიების აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში, წარმატებით პოზიციონირებენ […]
ბაკურიანს 2 დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ბაკურიანს 2 დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო, Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელმა, ირაკლი გოგუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. ირაკლი გოგუაძის განცხადებით, გუშინ დიდთოვლობა დაიწყო, ხოლო დღეს ტემპერატურის -6 გრადუსამდე ვარდნაა მოსალოდნელი, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. მისივე ცნობით, თუ მთელი ღამე გათბობის აპარატები ჩართული არ იქნება, სავარაუდოა, რომ აპარატები გაფუჭდეს და მილები გასკდეს. “თუ მთელი […]
აქციის დარბევისას დაკავებულებმა 8 დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვეს

ისაკო დევიძე და დავით წოწორია 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ 27 ნოემბერს იზოლატორიდან გათავისუფლდნენ. დევიძე თითქმის მთელი პატიმრობის განმავლობაში შიმშილობდა. როგორც ამბობს, ამით სოლიდარობას უცხადებდა სხვა დაკავებულებს და აპროტესტებდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას. “დაგვაკავებენ, გვცემენ თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, ჩვენ მაინც ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით თუ როგორც ვიქნებით, ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ […]
,,ნორვეგიიდან შემოტანილი ორაგული უფრო ხარისხიანია და იაფი ღირს, ვიდრე ქართული” – დიტო წვერავა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო 10 თვის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანამ 24,6 მლნ დოლარის ღირებულების 10,523 ტონა გაყინული თევზი შეიძინა. საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ნორვეგიაა, საიდანაც ქვეყანამ 4,6 მლნ დოლარის ღირებულების 1 769 ტონა გაყინული თევზი შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან 2,5 მლნ დოლარის ღირებულების 1,283 ტონა გაყინული თევზი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის აზერბაიჯანი, […]
2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მხრივ რეკორდული იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა – აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მდგომარეობით, 6 მილიონ მგზავრზე მეტი შეადგინა. „2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ფრენები ხორციელდება 105 საჰაერო ხაზზე კვირაში დაახლოებით 670 სიხშირით. 2024 წელი რეკორდული იყო შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების […]
მიხეილ სარჯველაძე – მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ […]