ელენე ხოშტარია – ჩვენი ვალია, ახლა დავდგეთ ერთად და შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა და ლეგიტიმური პროცესი, რომელიც ხალხის ინტერესებს ასახავს – გვექნება ერთობლივი შეხვედრა, ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა

ეს არის პირდაპირ შემოსული რუსეთი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა პუტინს ჩვენს ქვეყანაში და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ამას უნდა აღვუდგეთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს. როგორც ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდება […]

ვლადიმირ პუტინს “ქართული ოცნების” “სიმამაცე” აკვირვებს

28 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა თავისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველო შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა. “ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს […]

დედაქალაქის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ქვეყნის მასშტაბით იმ ადგილების/საგზაო მონაკვეთების ჩამონათვალს შორის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის […]

“პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა” – გიორგი გახარია

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ, ირაკლი კობახიძეს განცხადებაზე, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან, განცხადება გააკეთა: “გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება “ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით. გასაგებია, რომ ქვეყნის […]

“ბორჯღალოსნები” | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან

2025 წლის ზაფხულში “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკას ეწვევიან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტესტ-მატჩს გამართავენ. საქართველოსა და სპრინგბოკის მესამე რკენა 19 ივლისს გაიმართება. მატჩის ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას “ბორჯღალოსნები” პირველად 2003 წელს ეთამაშნენ. საქართველოსთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, მრისხანე მეტოქესთან სადებიუტო ლელო გავიტანეთ, თუმცა ავსტრალიაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 46:19. მას […]

“წყეული იქნება მოღალატე ივანიშვილი, წყეული იქნება მათი მოდგმა” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე, რომელიც ქართული ოცნების ოფისთან იმყოფება, საქართველოს არაერთ მოქალაქესთან ერთად და ადამიანები იქ, თვითდინებით შეიკრიბნენ, კობახიძის განცხადების შემდეგ, მედიასთან ამბობს: ყველაფერი თვითონ თქვა თავის თავზე, თუკი ადრე ჩვენ ვამბობდით ეპითეტებს ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე, ახლა აგერ სხედან, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი დროის ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები. მოღალატეების ხუნტა ზის აქ, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევები. […]

ბათუმში, 20 საათზე, ევროპის მოედანზე აქციაა

ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია დაანონსდა. საპროტესტო აქცია 20:00 საათზე დაიწყება.