ოპოზიციის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028-ის ბოლომდე გააჩეროს EU-ში გაწევრიანების პროცესი

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი. „გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით. გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი […]
“საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ, ირაკლი კობახიძიმ განცხადებაზე, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან, განცხადება გააკეთა: “ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, […]
ვიდეო: “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით […]
ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს მათმა საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ მიერ სამხრეთ ლიბანში საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შესანახ ობიექტზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორივე მხარემ ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. შეთანხმება მიზნად ისახავს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლის შეჩერებას. ისრაელის განცხადებით, ხუთშაბათს ცეცხლი გახსნეს “ეჭვმიტანილების” მიმართულებით, რომლებიც რამდენიმე ზონაში ავტომობილებით […]
ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოში არჩევნები გაყალბებულია

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო. რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, […]
ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა გასული სამი წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე ხუთი რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასული სამი წლის მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სიცრუით და შეურაცხყოფით სავსე ხუთი რეზოლუცია, რომლებიც თავად ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც კი არ გაიზიარა. ამასთან, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა […]
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს. ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები. ასევე, ადგილზე მივიდნენ “ფედერალისტების” წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას […]
მიხაილ როთი – ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში”, – წერს როთი.
ნათია მეზვრიშვილი – არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს უღალატა

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს უღალატა, – ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღეიდან, მისი მიზანია, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. “არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს უღალატა! დღეიდან უმთავრესი მიზანი მექნება, რომ ივანიშვილიდან დაწყებული, ღალატის […]
თუ ვითარება მალე არ გაირკვევა, ინვესტორების ნაწილი საქართველოში საქმიანობის შეჩერებას განიხილავს – ფადი ასლი

თუკი საქართველოში ვითარება უახლოეს კვირებში არ გაირკვევა, ინვესტორების ნაწილი ქვეყანაში საქმიანობის შეჩერებას განიხილავს – ამის შესახებ ICC საქართველოს თავმჯდომარე აცხადებს. როგორც ფადი ასლიმ BMG-ის განუცხადა, დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების ფონზე, კომპანიების ნაწილი საქართველოდან გასვლას არ გამორიცხავს. “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როგორც პალატის წევრები, ასევე სხვა უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი შეშფოთებულები […]