რასა იუკნევიჩიენე – ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა – 12 წლის მანძილზე ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ

ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „12 წლის მანძილზე ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?” , – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
გიგა ბოკერია – თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, ახლა თვალი უნდა აეხილოს

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, – ასე გამოეხმაურა “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება. მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, […]
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს. ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები. ასევე, ადგილზე მივიდნენ “ფედერალისტების” წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას […]
„ხდება ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა“ – მიხაელ როთი მთავრობის გადაწყვეტილებაზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. „ხდება ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს, ევროპის შუაგულში“, – წერს იგი. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში […]
უპრეცედენტო ღალატი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს – “ჩემი ხმა” EU-ში გაწევრიანების შეჩერებაზე

სამოქალაქო საზოგადოება ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას. მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეებისთვის ერთობლივი განცხადება პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა. სამოქალაქო სექტორი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დარღვევად და ღალატად აფასებს. “არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის […]
არასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით

28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარის თქმის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ “ქართული ოცნების” სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. განცხადების ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო საზოგადოებას, აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ ითქვა უარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე: “ეს არის […]
“ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა ღალატს” –

ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა […]
“იზოლაცია ევროპის ნაცვლად – ის, რისიც გვეშინოდა” – როთი ოცნების განცხადების პასუხად

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანგრევს საქართველოს მომავალს ევროპის გულში.” – წერს მიხეილ როთი.
დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან – სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების განცხადება “ქართული ოცნების” ოფისთან რატი ამაღლობელმა წაიკითხა: “28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს […]
მამუკა ხაზარაძე – იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი

იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ […]