ანა დოლიძე – უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ცხენებს ეურთიერთობიან მტკიცედ და ცივი გონებით

ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ვერავითარი კალიგულას ცხენი ამ არჩევანს ვერ გააუქმებს. უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ცხენებს ეურთიერთობიან მტკიცედ და ცივი გონებით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძის თქმით, არავინ აპირებს, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეეგუოს. “მივდივართ პრეზიდენტთან, დიდი შეკრება გვაქვს, რა თქმა უნდა ეს ეხება კობახიძის […]
პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან, პარალელურად აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთანაც

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“. აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, მონას“ სკანდირებენ. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.
“ნიღბები ჩამოხსნილია, მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? სურს რუსეთთან დარჩენა?” – იუკნევიჩიენე

“საბოლოოდ, ნიღბები ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ახორციელებდნენ კრემლის პოლიტიკას, უგულებელყოფდნენ ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? მას ნამდვილად სურს რუსეთთან დარჩენა?” – წერს იუკნევიჩიენე.
“რუსებო, მონებო” – “ოცნების” ოფისის წინ გზა გადაიკეტა

“ქართული ოცნების” ოფისის წინ გზა გადაიკეტა – ადგილზე მოქალაქეების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. პარალელურად, ხალხი იკრიბება პარლამენტთან და ასევე, პრეზიდენტის სასახლესთან. ასევე აქციებია ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში. “რუსებო, მონებო” – სკანდირებენ გორგასლის ქუჩაზე გასული გაბრაზებული მოქალაქეები. “ოცნების” ოფისში იმყოფებიან მმართველი პარტიის წევრები და ისინი შენობიდან ადევნებენ თვალს მიმდიანრე პორტესტს.
აქცია ზუგდიდშიც დაიწყო

ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის გუნდის არაკონსტიტუციურ განცხადებას მოქალაქეები ზუგდიდშიც აპროტესტებენ. აქციებია თბილისის რამდენიმე ლოკაციიაზე, ქართული ოცნების ოფისთან, პრეზიდენტის სასახლესთან, პარლამენტთან. მოქალაქეები თვითდინებით გამოდიან ქუჩებში. პარალელურად აქციებია ბათუმსა და ქუთაისშიც. აქცია ჩაინიშნა გორშიც.
პროტესტი ბათუმში – მიუხედავად უამინდობისა, მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან

“ოცნების” განცხადების შემდეგ, გაბრაზებული მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხეში გამოდიან ქუჩაში. ბათუმში, მიუხედავად უამინდობისა და წვიმისა, მოქალაქეები ევროპის მოედანზე იკრიბებიან, ხალხი შეიკრიბა ქუთაისშიც – მოქალაქეებმა “ოცნების” ოფისის წინ გზა გადაკეტეს.
რიჰარდს კოლსი – საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს

საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საუბრობს ევროპარლამენტარის რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, გმობს „თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში“ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას. „საქართველოს უარესისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისი ქმედებას მოითხოვს. დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო (444 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით), რომელიც გმობს თაღლითურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ქვეყნის მიმდინარე […]
გიგა ბოკერია – თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, ახლა თვალი უნდა აეხილოს

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, – ასე გამოეხმაურა “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება. მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, […]
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს. ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები. ასევე, ადგილზე მივიდნენ “ფედერალისტების” წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას […]
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა უკვე დასრულდა. ახლა ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაკეთდება საგანგებო განცხადება. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 […]