ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ „რუსეთს საბოლოოდ გაუხსნა კარი“. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა. შეკრებილების თქმით, ქართველი ხალხი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. “წინასაარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ, აღმოჩნდა რომ არ მიდიან. უღირსობითაც […]
მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გორგასლის ქუჩა გადაკეტეს, ისმის შეძახილები: “მონებო”, “რუსებო”, “წადით” – ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”. “ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ. აქცია გორგასლის ქუჩაზე მას […]
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო – პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების […]
ცემა, ტანსაცმლის შემოხევა – “მარტო რუსებს უხარიათ ეს” – ქუთაისი

ქუთაისში, ქართული ოცნების არაკონსტიტუციური განცხადების შემდეგ, სპონტანურად დაიგეგმა აქცია, ადამიანები გავიდნენ ქართული ოცნების ოფისთან და გადაიკეტა გზა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქუთაისში პროტესტი დიდ მასშტაბს იძენდა და ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეების დარბევა, დაკავებები დაიწყეს, კადრების, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადიოდა, მიხედვით, ადამიანებს შემოახიეს ტანსაცმელი, ათრიეს მიწაზე, ასფალტზე და ჩატენეს მანქანებში. –მარტო რუსებს უხარიათ ეს […]
“ხალხი უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი – ხელისუფლება ჩამოაშოროს ძალაუფლებას” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი – დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.
როთი: ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა – იზოლაცია ევროპის ნაცვლად

ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში.
იუკნევიჩიენე: ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია

ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და ქართული ოცნება კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და NATO-სკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?
სამოქალაქო საზოგადოება: EU-მ არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ქართული ოცნების განცხადება არ გაითვალისწინოს. ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების ოფისთან გაკეთდა და ის მწერალმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა. მას შემდეგ რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქართველოს ევროინტეგრაცია ჩერდება, მოქალაქეები პარლამენტისა და ქართული ოცნების ოფისის წინ შეიკრიბნენ. “28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს […]
შეიქმნა პლასტიკი, რომელიც ზღვის წყალში მთლიანად იშლება

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, მათ შორის ნიდერლანდებიდან, შექმნა პლასტიკის ახალი ტიპი, რომელიც საკმარისად მყარია და შეუძლია ზღვის წყალში დაშლა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ახალი მასალა შეიქმნა მონომერებისგან, რომლებიც გამოიყენება საკვებ დანამატებში და იქმნება ორგანული ნაერთებისგან. როდესაც მასალა შედის მარილიან წყალში, ის იშლება ნაწილებად, რომლებიც გარდაიქმნება საკვებ ნივთიერებებად და შეიძლება დამუშავდეს ბაქტერიების მიერ. ახალი პლასტმასი გამოყენებული იქნება […]
პატრიარქმა კირილემ რაკეტა “ორეშნიკს” ფანტასტიკური იარაღი უწოდა

28 ნოემბერს მსოფლიო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა პატრიარქმა კირილემ, მსოფლიო რუსულ სახალხო კრებაზე, რომელსაც თავად უდგას სათავეში, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. კერძოდ, იმედი გამოთქვა “უკრაინის რუსეთთან გაერთიანების შესახებ” და ასევე კომენტარი გააკეთა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკით” დარტყმის შესახებ. კირილემ “ორეშნიკის” უწოდა “სტოპ-მანქანა” და “ფანტასტიკური იარაღი”, რომელიც დასავლეთს “გარკვეულ კოშმარს” ჰგვრის. კიდევ ერთხელ, […]