შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით და განვაიარაღეთ

სამწუხაროდ ევროკავშირი, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი, ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ზუსტად ეს გავაკეთეთ, რომ ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ ამ მხრივ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. […]

ნიკა მელია – უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს – არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად

უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს – არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მისვლისას მედიასთან განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ძალაუფლებას ხელში ხალხი იღებს და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. “ეს ის არის, რაც მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა და მოხდა, შეიძლება, უფრო ადრე, […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის”, – წერს […]

პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს. ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციებზე თვითდინებით მას შემდეგ მივიდნენ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, […]

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, “რობოკოპები” და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“. პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის ოთხი მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.

მამუკა ხაზარაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსვენება არ მივცეთ – უნდა გადავუკეტოთ ყოველგვარი მოძრაობის, მანევრის საშუალება, ამაზე მეტი არ არსებობს, ესენი პუტინის მონები არიან და საქმე უნდა დავუმთავროთ

ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო – უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველგან – სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია უნდა დაიწყოს. „პრეზიდენტის სასახლიდან მოვდივარ, ოთხ კოალიციას გვქონდა შეხვედრა. მინდა არჩეულ […]

„იწყება წინააღმდეგობა“ – სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. „დღეს საზოგადოებას ყველაფერი ვუთხარი. ყველას მოვუწოდე. მე აქ ვარ. ამ ხალხთან ერთად. ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, შიგნით და გარეთ. ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შსს მოუწოდებს მომიტინგეებს, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ

შსს განცხადებას აქვეყნებს და პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს კანონის ფარგლებში პროტესტისკენ მოუწოდებს. უწყება აღნიშნავს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული […]

შსს: კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უარი თქვან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით მოქალაქეა შეკრებილი პარლამენტის წინ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, […]

შსს: ,, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცლებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. […]