შსს: ,, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცლებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. […]

,,სალომემ თუ მიშა არ შეიწყალოს და ისე არ დაასრულოს თავისი უბადრუკი პრეზიდენტობა აგერ ნახეთ!“ – ბაკურ ბაკურაძე

პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე: ,,სალომემ თუ მიშა არ შეიწყალოს და ისე არ დაასრულოს თავისი უბადრუკი პრეზიდენტობა აგერ ნახეთ! გადაფურთხებულს აგალოკინებენ ქალბატონო პრეზიდენტო როდესაც უცხო ქვეყნიდან მიღებული დირექტივების შესრულებას დასთანხმდებით! ასეა ეს!”

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში – თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიმართვაშია ნათქვამი, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. “საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს […]

გიორგი ვაშაძე – შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა – გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს

შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა – გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ არის “რუსული რეჟიმი, რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ურთიერთობა დასავლეთთან და ქვეყანა მოაქციოს […]

ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ პროტესტს. ამ წუთებში კი მომიტინგეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. „ახლა არ არის იმის დრო, რომ სახლში სითბოში ისხდეთ, შეიწუხეთ თავი და გამოდით ქუჩაში. ახლა წყდება ჩვენი მომავალი. პროტესტია ყველგან და უნდა გავაპროტესტოთ მთავრობის გადაწყვეტილება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ “, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. […]

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, კერძოდ კი, ჭიჭნაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“ . პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას შეასხეს საღებავი. სამართალდამცავები მობილიზებული არიან, როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე. აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო […]

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ოთხივე პარტიის წარმომადგენელს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ სრული ერთიანობა აქვს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა პარტია ერთიანად იქნება პროცესებში ჩართული. პარტიის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე პროტესტის […]

„აზრზე მოდით! ხმა ამოიღეთ“ – გიგა ბედინეიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესს მიმართავს – bm.ge

„აზრზე მოდით! ხმა ამოიღეთ“ – გიგა ბედინეიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესს მიმართავს – bm.ge ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობაში „მათრახის და თაფლაკვერის“ სტრატეგიას იყენებს. ამის შესახებ მან BMGTv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა დღეს საქართველოში ის ვითარება, როდესაც მსხვილმა ბიზნესმაც ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე […]

“აზრზე მოდით! ხმა ამოიღეთ” – გიგა ბედინეიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესს მიმართავს

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობაში „მათრახის და თაფლაკვერის“ სტრატეგიას იყენებს. ამის შესახებ მან BMGTv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა დღეს საქართველოში ის ვითარება, როდესაც მსხვილმა ბიზნესმაც ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მართალია, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო […]

„ბატონო ირაკლი კობახიძე! გაიწვიეთ უკან გადაწყვეტილება! დღესვე! ამ საღამოსვე!“ – ვაჟა ბერიძე

„ბიჯო… ბიჯო… ბიჯოოო… ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს – ემოციები პოლიტიკაში ცუდი მოკავშირეა. თქვენი ქონება და კარიერა არ დევს მხოლოდ სასწორზე. ქვეყნის მომავალი დევს. ოპოზიციის მგზნებარება და გამოცოცხლება ნაადრევია. მათაც სერიოზულად დააზარალებს ამ უპერსპექტივო ამბოხების მცდელობის შედეგი. ბატონო ირაკლი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ! გაიწვიეთ უკან გადაწყვეტილება! დღესვე! ამ საღამოსვე! დანარჩენზე მერე ვიმსჯელოთ“ – […]