„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს ესაუბრება

აქციაზე მისული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეცრაზმელებთან გასაუბრებას ცდილობს. „თქვენი მოვალეობა არაა, დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე. მოგიწოდებთ მთავარსარდალი, სანამ რუსი პრეზიდენტი არ გეყოლებათ. რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?“, – უთხრა მან სპეცრაზმელებს. პასუხი […]

საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს დღეს უკვე შევდივართ ევროკავშირში – შალვა პაპუაშვილი

საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს დღეს უკვე შევდივართ ევროკავშირში და ამას ეუბნებიან 21-ე საუკუნეში საზოგადოებას, რომელიც თავად კითხულობს და ეცნობა, მათ შორის, უცხოელთა განცხადებებს, რომ 2030 წლამდე გაფართოებაზე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „სხვათა შორის, ეს 2030 წელი განჭვრიტა […]

პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს.

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის – სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა

მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. “დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც […]

ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის , თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ

ევროკავშირი როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის , თანხმობის პროექტი ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს იარაღი ჩამოვართვით ამ ჯგუფებს და განვაიარაღეთ სამწუხაროდ ევროკავშირი, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობის, თანხმობის პროექტი, ჩვენი ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების ხელში იქცა შანტაჟის და ზეწოლის იარაღად და დღევანდელი გადაწყვეტილებით ზუსტად ეს გავაკეთეთ, რომ […]

პარლამენტის წინ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. დაძაბული ვითარებაა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. პერიოდულად ვითარება იძაბება. რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად იქნებოდა. ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ, […]

ჯავახიშვილი: კიდევ კარგი ამ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი

თუ ვინმესთვის კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი თუ საით მივდივართ, დიაგნოზი: რეალობის ჯიუტად უარყოფაა. მეტი რაღა უნდა მოხდეს, ან რა ითქვას, ან რა გაკეთდეს, რომ დაიჯეროთ? გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ხედვითა და ალალად გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკით დღევანდელი ბრიფინგის ანონსი იყო ჩემთვის. კონსტიტუციით განმტკიცებული ევროპული ოცნება გვემახსოვრება სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. პირიქით, პრემიერს ვუსმენდი […]

სალომე ზურაბიშვილი აქციას შეუერთდა

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები პრეზიდენტს რუსთაველზე მისვლას სთხოვდნენ.

“კანონსაწინააღმდეგო ქმედებას რეაგირება მოჰყვება” – შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაებში შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შსს მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. […]

პრეზიდენტი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა

მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები – „სალომე“, „სალომე“. „მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ ის თავისუფლების მოედნისკენ წავიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს […]