პროდასავლური საპროტესტო აქციები და სისტემური ძალადობა

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს რომ, საპროტესტო აქციების დაშლის დროს, სპეცრაზმელთა „ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს“ აქვს ადგილი, ხოლო ბრუტალური ძალადობით დემონსტრანტები გამოირჩევიან. ბიძინა ივანიშვილის პარტია დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით, „რევოლუციის მცდელობად მიიჩნევს“, რომელიც დასავლეთიდან იმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა – ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ – ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას. ამის შესახებ კოსტა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს კოსტა X-ზე.

უფლებები საქართველო: აქციაზე დაკავებული, ნაცემი მოქალაქის მდგომარეობა სასამართლოზე გაუარესდა

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ცნობით, აქციაზე დაკავებული მოქალაქე, რომლის სასამართლოც 2 დეკემბრის 00:30 საათამდე მიმდინარეობდა, პროცესზე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებული და ნაცემი ა.ტ აცხადებდა, რომ ჰქონდა თავის ტკივილი, თუმცა იზოლატორის თანამშრომლებმა არ უზრუნველყვეს მისი კლინიკაში გადაყვანა. დაკავებულის ინტერესებს უფლებები საქართველო იცავს. ის 30 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისას დააკავეს და ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს […]

,, და ჩვენ მაშხალებს რატო ვისვრით?” – რუსკა ცხადაია

აქციის მონაწილე რუსკა ცხადაია: ,,რა უცნაური ხალხია ეს უფროსი თაობა. უბნების მიხედვით ქონდათ რაღაც საძმოები,ტანკებით დარბოდნენ საბურთალოზე ვიღაც ვაკელი გოგოების ან გამოხედვის გამო. დაბადების დღეებზე და ახალ წელს ,,კალაშნიკოვს” ისროდნენ ფანჯრებიდან. მთელი ბავშვობა მაგას მეუბნებოდნენ ,,ახალ წელს ფანჯარასთან არ მიხვიდე ,რამე არ მოგხვდესო” რამდენი ბიჭიც დაიბადა იმდენი ,,ლიმონკა” აქვთ ნასროლი. და ჩვენ მაშხალებს რატო ვისვრით?”

IBSU-ს აკადემიური პერსონალის 100-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აკადემიური პერსონალი თბილისის ქუჩებში განხორციელებული ძალადობას გმობს. “ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის სადამსჯელო ოპერაცია, რაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად გამოსულ მომიტინგეებზე ხორციელდება. შეუძლებელია გულგრილად უყურებდე იმ ახალგაზრდების სანიმუშოდ დასჯას, რომლებიც ქვეყნის პროევროპულ პოლიტიკურ კურსს იცავენ, მათ შორის მრავლად არიან სტუდენტები […]

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია იმარჯვებს

კვირას რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 18 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა 10 ათასზე მეტი კანდიდატიდან 136 სენატორი და 329 დეპუტატი აირჩია. ხმის მიცემის პროცესს რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური აკვირდებოდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა, აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 და 2016 წლების არჩევნების მაჩვენებლებს (შესაბამისად 31,8 და 39,4 პროცენტი). წელს ანალოგიური აქტივობა […]

“შეწყვიტეთ თანამშრომლების დაშინება” – ნანა მალაშხია

“სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია. ქვეყანის კონსტიტუციის მთავარი დამრღვევის ეს განცხადება, თვითლუსტრაციის კლასიკური ნიმუშია, რომელიც პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს მერიის თანამშრომლების მიმართ. ასევე, მისი ეს მავნებლური საჯარო განცხადება, პირდაპირი სიგნალია სხვა საჯარო მოხელეებისთვის. – შეწყვიტოს თანამშრომლების ზეწოლა და დაშინება -სასწრაფოდ შეაჩეროს კონკრეტული ნიშნით დაწყებული რეორგანიზაცია მივმართავ სახალხო დამცველს, […]

“ვგმობთ ევროინტეგრაციის შეფერხებას და ძალადობას“ – კომაროვის სკოლის მასწავლებლები და კურსდამთავრებულები

კომაროვის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენს ამჟამინდელ თუ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეთა და სამშობლოს წინაშე, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის ნებისმიერი ფორმით შეფერხებას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!” – წერია მანიფესტში.

“ოპოზიციის დაჭერებს აპირებენ?”- ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ყველაზე დებილი ქოცები წინასწარ როშავენ ხოლმე ამათ გეგმებს ან მესიჯბოქსს და რა ხდება? ოპოზიციის დაჭერებს აპირებენ? თუ თავისიანებს ამხნევებენ?

სპეცრაზმი კვლავ ცდილობს მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლას – დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს, ასევე, ე.წ. წიწაკის სპრეის. მანამდე იყო გაფრთხილება მომიტინგეების მისამართით, რომ დაშლილიყვნენ. პარალელურად, დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ. მომიტინგეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის მიმდებარე მონაკვეთზე სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციებისგან აღმართეს ბარიკადებიც, ასევე წაუკიდეს ცეცხლი ადგილზე არსებულ ნაგვის ურნებს.