“ფიორენტინას” 22 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა – “ინტერთან” მატჩი გადაიდო

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში “ფიორენტინასა” და “ინტერის” მატჩის მე-17 წუთზე მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა ედოარდო ბოვემ გონება დაკარგა და მოედანზე წაიქცა. ბოვეს მოედანზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ედოარდოს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და გული გაუჩერდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლუბის ცნობით, ბოვე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში სტაბილურ […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი დაიკავა

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად რუსთაველის გამზირი დაიკავა. ისინი თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალების გადაადგილებას შეძახილებით შეხვდნენ. მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება გრძელდება.
ყოფილი ელჩები – გადაწყვეტილებას თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს, ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს

გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ყოფილი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული, მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ […]
სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა – მომიტინგეებს აფრთხილებენ, რომ დაიშალონ

სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან. მათ უკან მიჰყვება წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა, პარალელურად ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს. დემონსტრანტები კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან. სპეცრაზმის გამოჩენას ისინი ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. ამ წუთებში სპეცრაზმმა ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, პარალელურად, სრულად გათავისუფლებულია ჩიტაძისა და […]
გიორგი ვაშაძე – “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები

თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკიდან უკვე საქმეზე გადავიდნენ. მისი განმარტებით, უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია გადადგმული. “უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ქართველების ქუჩაში […]
“ჩემი თვალით ვნახე ორგანიზებული კრიმინალი” – რა მოხდა რუსთაველზე?

ტაბულას რედაქტორი, ლევან სუთიძე: ჩემი თვალით ვნახე ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ – ბარიკადების უკან მოიმწყვდია აქციის მონაწილეები და გამეტებით, სიძულვილით, ჭყლეტვაში ურტყა. შემდეგ დაედევნა და შური იძია სათითაოდ. რაც გადავიღე, გადავიღე – რაც ვერ გადავიღე, ისიც ბევრი იყო. არანაირი ცალკეული “სპეცრაზმელის” გადაცდომა ეს არ ყოფილა, რადაც ახლა ამას ასაღებს ივანიშვილი დამფრთხალი გარემოცვა. ცალკეული […]
“ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენს შვილებთან ბრძოლა სუფთა რუსული დამოკიდებულება” – მეუფე სვიმეონი
ხაშურისა და სურამის ეპისკოპოს, მეუფე სვიმეონმა ადაგების დროს თქვა: საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. საღმთო რჯულს ეწინააღმდეგება, როცა ადამიანებს ისე ვექცევით, როგორც არ გვინდა ჩვენ მოგვექცნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, იქ რომელიმე პოლიტიკოსის შვილი რომ იყოს გამოსული იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაა გამოსული, ვინმე ესვრის და გალახავს?! სამწუხაროა, რომ ამ ძალადობის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ […]
4 პოლიტიკური მოქალაქეებს: მოითხოვეთ შვებულება, დრო გამოიყენეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში

4 პოლიტიკური კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოითხოვონ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და აქციებს შეუერთდნენ. განცხადებას ავრცელებენ: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის. განცხადებაში ისინი ასევე მიმართავენ ქართულ კომპანიებს, დაუბრკოლებლად გასცენ შვებულებები. “მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ქართულ […]
ევროპარლამენტარები კალასს: მოგიწოდებთ, წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს

ევროპარლამენტარები წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ვრცელ წერილში ევროპარლამენტარები საუბრობენ საარჩევნო დარღვევებზე, სავარაუდო გაყალბებასა და სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაზე. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. “ჩვენ, ხელმომწერ ევროპარლამენტარებს, გვსურს, მოგიწოდოთ, დაუწესოთ პერსონალური სანქციები საქართველოს ხელისუფლებას განვითარებული მოვლენების გამო, […]
,,ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის” – რას წერს ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მეგობრებო, როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის უნსპექტორი – ყველა საშინლად იღლება. ისინი 24 საათი განმავლობაში სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე – განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს. ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და […]