რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ. თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ზედა პალატის არჩევნებში მიიღეს ხმების 22,5% და ქვედა პალატაში – 22,2%. სამთავრობო კოალიციაში მათი მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“, შესაბამისად 14.4%-ს და 13.3%-ს აგროვებს. ორივე პალატაში მეორე ადგილებზეა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“. ეს პარტია ადრე დატოვა […]
ProCredit Bank Georgia:მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა

პროკრედიტ ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპული კურსის ერთგულების პრიორიტეტზე წერს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის […]
BDO:მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი მიუღებლად მიიჩნევს. განცხადებაში რომელსაც კომპანია ავრცელებს აღნიშნულია, რომ კომპანიის თანამშრომლები გმობენ ძაალდობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. “მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს

საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა, ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პროცესების სწორად მართვაში სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა. „თითოეული […]
საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ისინი მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, როგორც თავის დროზე, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, მოქმედებდნენ ბოლშევიკები ჩვენს ქვეყანაში, – […]
განათლების მინისტრი – ჩვენ გაქვს საარჩევნო შედეგების მიხედვით მონაცემები, რამდენი ადამიანია ჩვენი ამომრჩეველი და რამდენი არა – სია რამდენი მასწავლებელია დღეს ოფიციალურად გაფიცული, უწყებას არ აქვს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ინფორმაციით, სია რამდენი მასწავლებელია დღეს ოფიციალურად გაფიცული, უწყებას არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის განათლების სექტორში, გამოხატავს უკმაყოფილებას მმართველი ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. „ჩვენ გაქვს საარჩევნო შედეგების მიხედვით მონაცემები, რამდენი ადამიანია ჩვენი ამომრჩეველი და […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. ამასთან, ისინი მზად არიან, უფასო იურიდიულ დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო […]
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს – რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს. სტუდენტებს რუსთაველის ქუჩის ორივე ზოლი პარალიზებული აქვთ. შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტს სხვა უმაღლეს სასწავლებლებიც შეუერთდნენ. საზღვაო აკადემიის სასწავლებელთან ისმის შეძახილები – „გაიფიცე“. „ბათუმის საზღვაო აკადემია „ქართული ოცნების” წნეხის ქვეშაა. ჩვენ უნდა გავხსნათ აკადემიის კარი, გავათავისუფლოთ თავისუფალი ადამიანები”, – აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა […]
ალექსანდრე წულაძე – ცარიელი აუდიტორიები არ არის – ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში საერთოდ არცერთი სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ნაკლებობა არ არის

ცარიელი აუდიტორიები არ არის – ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში საერთოდ არცერთი სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ნაკლებობა არ არის. ზოგიერთ სკოლაში არის მსგავსი შემთხვევა, მაგრამ სადაც ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა არ შეუწყო ხელი ამას და ბავშვები არ დააბულინგეს, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, […]
,,დადგა მომენტი, როდესაც ყველა საჯარო მოხელემ უნდა გააცნობიეროს…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,დადგა მომენტი, როდესაც ყველა საჯარო მოხელემ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი უკვე ემსახურებიან არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ კონსტიტუციის და კანონის სივრციდან გასულ რეჟიმს, ანუ ხდებიან დანაშაულში თანამონაწილენი…”