,, ახლა, ღიად, ურცხვად, ქუჩაში მიმდინარეობს ბავშვების გამოყენება პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს: ,,2012 წლის ბოლო ან 2013 წლის დასაწყისი. საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი მობრძანდა იუსტიციის სამინისტროში ახალი მინისტრის გასაცნობად. მან კარგად ისაუბრა ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, მომეწონა. პასუხად ვკითხე, თუ რატომ არ ჰქონდა ორგანიზაციას არც ერთი განცხადება გაკეთებული ან ნაბიჯი გადადგმული, როცა ნაცების რეჟიმმა ბავშვებით გადაავსო ციხეები და არაადამიანურად ეპყრობოდა მათ. პასუხი: ციხის […]

,,ელჩების და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, არავინ წამოხვიდეთ თქვენი ნებით საჯარო სამსახურებიდან!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ელჩების და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, არავინ წამოხვიდეთ თქვენი ნებით საჯარო სამსახურებიდან! თქვენი ხელფასის უდიდეს ნაწილს ვიხდით ჩვენ – ევროპელი ქართველები! გამოგყარონ! ეგ ცალკე დრამატურგიაა პროტესტისთვის და დაგვეხმარება (მერე უკან დაგაბრუნებთ)!”

„ქვეყანა ტაჯიკეთის დონეზე ჩავარდება ნამდვილად“ – ირაკლი გურჩიანი

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. ბიზნესმენის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს მიაყენებს. ირაკლი გურჩიანის შეფასებით, ქვეყანა ტაჯიკეთის დონეზე დავა. ,,კატასტროფაა ქვეყნისთვის. დღემდე საქართველო მოვიდა ამერიკის დახმარებებით. არ არსებობს დარგი, რომ დაფინანსებაში არ იყვნენ ჩართული. ჯარი, […]

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გარეთ ვარ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე და მანქანაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ზურაბ ჯაფარიძე დღეს დილით ვაკეში დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდნენ და სცადეს გზის გადაკეტვა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა […]

Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა თანამდებობა დატოვა

საავტომობილო კონცერნის Stellantis NV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა თანამდებობა დატოვა. Stellantis-ის პრესრელიზის თანახმად, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ტავარესის გადადგომა 1 დეკემბერს მიიღო. „ახალი მუდმივი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის პროცესს ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭოს სპეციალური კომიტეტი და დასრულდება 2025 წლის პირველ ნახევარში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე კომპანიას უხელმძღვანელებს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე […]

არასამთავრობოები: იურიდიულად უფასოდ დავეხმარებით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს

არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ერთობლი განცხადებას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან უფასო იურიდიული დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა იმ საჯარო მოხელეების მიმართ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ემიჯნებიან ქართული ოცნების […]

„ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია. „უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, […]

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს. “გარეთ ვარ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. ** 2 დეკემბერს პოლიციელებმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს. დაფიქსირდა […]

ადვოკატი – რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ქინქლაძეს თვალის არეში ისეთი დაზიანება აქვს, მხედველობა უჭირს – დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, ვერ წაიკითხა

ადვოკატ ლექსო არქანიას ინფორმაციით, დღეს დილით, რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ქინქლაძეს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ქინქლაძის ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულს თვალის არეში ისეთი დაზიანება აქვს, მხედველობა უჭირს. „სამწუხაროდ, მას სახის არეში ხილული დაზიანებები, ჭრილობები აღენიშნება. ასევე, აღენიშნებოდა ტანის არეში დაბეჟილობები. მარცხენა თვალზე მხედველობა დაქვეითებული აქვს, ფაქტობრივად, დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, […]

მიხეილ სარჯველაძე – C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია. „უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, ჯანდაცვის […]