ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა. ადგილზე შეკრებელი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო“. გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა. ტერიტორია სამართალდამცველებმაც დატოვეს.
ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია – „პროკრედიტ ბანკი“

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით. პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც […]
ჯვარში სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ – პროტესტს უერთდება პედაგოგთა ნაწილი

წალენჯიხაში, ჯვარის 1 და მე 3 სკოლის მე–9–მე–12 კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი ქალაქში მსვლელობას მოაწყობენ და დღეს, წალენჯიხაში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. მსვლელობას და პროტესტს, ადგილობრივთა ინფორმაციით, პედაგოგთა ნაწილიც უერთდება. მოსწავლეებმა სკოლის კედლებზე დატოვეს წარწერები:
სარჯველაძე: გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს. სარჯველაძის მტკიცებით, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ, თუმცა პოლიციელების ტრავმები საკმაოდ მძიმეა. “ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება. ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის […]
პრეზიდენტი: სირცხვილია, არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს არალეგიტიმურ პრემიერად იხსენიებს და აღნიშნავს, რომ ის ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომლებთან შესახვედრად. “სირცხვილია, როცა ქვეყნის არა ლეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, […]
ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების […]
საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას

საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი გამოჩნდა […]
4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 4%-იან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი
4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 4%-იან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენი პროგრამის მიხედვით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 […]
ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე. „ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ […]
ვუერთდებით პროტესტს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა – PMC კვლევითი ცენტრი

PMC კვლევითი ცენტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტს უერთდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უალტერნატივოა და მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს. “საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ამოიღოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, წარმოადგენს ყოვლად მიუღებელ და პროვოკაციულ ნაბიჯს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს […]