„საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო – „აზიური ოსკარი“ ავიღე – შენ გიძღვნი საქართველო“ – ია სუხიტაშვილი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი“ აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე ორი მთავარი ჯილდო: „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო შესრულება“ მოიპოვა. ჯილდო „საუკეთესო შესრულებისთვის“ მსახიობ ია სუხიტაშვილს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს საქართველოს უძღვნის. „შესაძლოა ამის დრო არაა მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო „აზიური ოსკარი“ ავიღე ფილმისთვის “აპრილი” […]
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია! – Kreston Georgia

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. “Kreston Georgia ვიზიარებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით. საქართველოს მომავალი ევროპაშია!”, – აცხადებენ Kreston Georgia-ში.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კობახიძესთან დისკუსიისთვის მზაობას გამოთქვამს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს პრემიერმა საჯარო მოხელეებზე იერიში მიიტანა და მათ დისკუსიაში ჩართვა შესთავაზა, სოციალურ ქსელში პასუხობს. პაპუნა ჯანელიძეს მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან დისკუსია გამართოს. „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და […]
რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას – დიმიტრი პესკოვი

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად. […]
ზურაბ ჯაფარიძე – გზა გვქონდა გადაკეტილი, დაგვაკავეს რამდენიმე ადამიანი – საბოლოოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი გამიფორმეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე განმარტავს, რა ვითარებაში დააკავეს დღეს დილით, აქციაზე და აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც გამოიკითხა. „გზა გვქონდა გადაკეტილი. დაგვაკავეს რამდენიმე ადამიანი, ზუსტად არ ვიცი, რამდენი. ბევრი პოლიციელი დასდევდა ბევრ ადამიანს და რამდენის დაჭერა მოახერხეს, არ ვიცი. გადაგვიყვანეს […]
ბათუმში, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მივიდნენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. შეკრებილების განცხადებით, სკოლის პედაგოგებზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს. შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. სტუდენტებმა სამინისტროს შენობაზე ევროკავშირის დროშა თავად გამოფინეს. „განათლების სამინისტრო პედაგოგებს პარტიულ აგიტაციას უტარებს. მივმართავთ განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს, […]
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროტესტის ნიშნად სწავლა შეწყვიტეს. კერძოდ, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ პროფესორები და პედაგოგები უერთდებიან. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი ჩერდება. უფრო კონკრეტულად, დღეიდან შეჩერდა სწავლა კომაროვის სახელობის სკოლასა და წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლებში, […]
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 10 დღით წყვეტს სასწავლო პროცესს“,- წერს კონსერვატორია.
სახალხო დამცველის მიერ მონახულებული დაკავებულების 80% ამბობს, რომ ნაცემია

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ მონახულებული 156 დაკავებულიდან 124 აცხადებს, რომ ნაცემია. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს. თავად სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 30 ნოემბერს დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა და თქვა, რომ რაც ნახა სიმხეცეა. „ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ […]
გიორგი ბახუტაშვილი თავისუფალია – როგორ დააკავეს ცნობილი მსახიობი?

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს გამოუშვეს, “პირველებთან” მომხდარს იხსენებს: „ჩემი დაკავება მაშინ მოხდა, როცა დარბევა დაიწყო. რუსთაველზე არ ვიმყოფებოდი იმ მომენტში, გასათბობად ჩავედით, რამდენიმე მეტრში ღია კაფე ვიპოვეთ და კივილის ხმა გავიგეთ გარეთ და მივხვდი, რომ დარბევა დაიწყო და ამოვედი ამოვიხედე და დავინახე ეს ბანდიტები, ეს ნოღიანები როგორ დარბოდნენ, როგორ უმოწყალოდ უსწორდებობდენ […]