არასამთავრობო ორგანიზაციები – არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს, ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას – მოვითხოვთ, პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, “მიტაცებული არჩევნების შედეგად თვითგამოცხადებული, არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური“ ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს. 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე, დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ “რეპრესიულ ზომებზე“ არასამთავრობოთა შეფასება საზოგადოებას ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორიამ გააცნო. მან აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და საქართველოს კონსტიტუციასთან […]
„ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით” – „ევროპის უნივერსიტეტი”

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ამიტომ ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით – ნათქვამია სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: „ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს, უარვყობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 78: ევროპულ და […]
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კობახიძეს: ,,მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე მ გამოთქვამს, ირაკლი კობახიძესთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გამართოს: ,,მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას […]
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“ – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია. „უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, […]
მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე – BDO

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი მიუღებლად მიიჩნევს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლები გმობენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. „მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, არის […]
საქართველოში სკოლების რაოდენობა შემცირდა

2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. „საქსტატი“ ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის […]
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 10 დღით წყვეტს სასწავლო პროცესს“ – იუწყება კონსერვატორია.
გივი მიქანაძე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – რის შეჩერებაზეა საუბარი?! – რეალობაში ის ძირითადი მიზნები არ იქნა რეალიზებული, რაც ამ ურთიერთობებს მართლაც სტრატეგიულ ნიშაზე გადაიყვანდა

დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეჩერება დროებითია და აუცილებლად მოხდება არამხოლოდ ამ ურთიერთობების გადატვირთვა და აღდგენა, არამედ იმ პოზიტიურ დინამიკაში განვითარება, რომელიც იმ მნიშვნელოვანი მიზნების უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც ორმხრივი ურთიერთობებისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ასე ღირებული და მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ოპტიმიზმით […]
გიორგი ვაშაძე – ერთად დავდგეთ ამ მოთხოვნის წინაშე, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები – ამასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები

სხვადასხვა თანამდებობის პირების მარიონეტული გადაადგილებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ერთად უნდა დადგნენ ახალი არჩევნების მოთხოვნის წინაშე. ამასთან, ვაშაძის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები. „ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და […]
არჩილ გორდულაძე – გარკვეული ძალები, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ, ეუთო/ოდირის დასკვნა იყოს მიჩუმათებული, რათა ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ

ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და სანდოობის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება ეს არის ეუთო/ოდირი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ და ვეთანხმებით. თვეების განმავლობაში გვესმოდა როგორც უცხოელი სახელი და გვარის მქონე სხვადასხვა ფუნქციონერისგან, პოლიტიკოსისგან, ასევე მათ შორის, იმ ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი განმსაზღვრელი. რა მოვისმინეთ?- ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, – ამის […]