„ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას” – ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგების პეტიცია

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვენ: „ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 1991 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე დაარსდა დეკანოზ დავით შიოლაშვილის, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის მიერ. სკოლა იმთავითვე სრულიად გაემიჯნა საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემას! ჩვენმა პედაგოგებმა საგანგებოდ შექმნეს ალტერნატიული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები; […]

„მკაცრად ვგმობთ პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს” – მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერები “არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს” გმობენ და პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ქალაქებში პროტესტის ნიშნად გამოსულ მოქალაქეებს. მკაცრად ვგმობთ თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლების უკანონო ქმედებებს. საქართველო ევროპაა და ამას ალტერნატივა არ აქვს! საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ […]

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯანელიძე მზად არის კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იღებს „გულწრფელი ადამიანებისადმი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას დისკუსიის შესახებ. ჯანელიძემ კობახიძეს ფეისბუკით მიმართა: „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. […]

ზელენსკი: უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ძალები, საჭიროა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის საიმისო რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ ვერ დაესხმება თავს უკრაინას. „ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ახლა არა […]

გახარია აშშ-ს: ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას

საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას […]

როგორ ეხმაურება ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს

პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში და რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ფოტოს აქვეყნებს. “საქართველოს ახალგაზრდობა, მომავალი თქვენია” – წერს ხატია და ამით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ნახეთ ფოტო:

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ” გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდნენ. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი. ასევე, გაშალეს სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი – ევროპას“. მშობლების აქციას ასევე შეუერთდა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ განზრახვაა, რომ საქართველო […]

მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის გამართვის შესახებ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე – მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია

მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, – ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა […]

საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დუმილის უფლებით სარგებლობს

საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დუმილის უფლებით სარგებლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ვახო მთიულიშვილმა განუცხადა, ის წუხელ დააკავეს. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, ან ხვალ წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 29 ნოემბერს, პიროტექნიკის სროლის შედეგად სამართალდამცავს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რაც შეეხება კიდევ ერთ […]

არჩილ გორდულაძე აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და მიუღებელია, როცა საპასუხოდ ვიღებთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს

რაც ვნახეთ, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე დაწერა პოსტი, შემდეგ წაშალა, შემდეგ ისევ დაწერა, კიდევ წაშალა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ განცხადება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, მათ შორის, შეგვიჩერეს პირდაპირი ფრენები – ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი, პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, – ამის შესახებ საპარლამენტო […]